პრინცი უილიამი ძმას და რძალს სამეფო ოჯახის რეპუტაციის შელახვაში ადანაშაულებს
ბრიტანეთის პრინცი უილიამი, რომელიც მომავალში მონარქი გახდება, თვლის, რომ მისი უმცროსი ძმა და მისი ცოლი სამეფო ოჯახის რეპუტაციას დარტყმას აყენებენ. პრინცი უილიამი ამტკიცებს, რომ სასექსის ჰერცოგი და მისი მეუღლე აგდებით ეკიდებიან პროტოკოლს.

შაბათ–კვირას ბრიტანეთის ტელევიზიაში გავიდა დოკუმენტური ფილმი “უილიამი და ჰარი: პრინცები ომში?“. ფილმის ერთ–ერთი გმირი სამეფო ოჯახის საკითხებში აღიარებული ექსპერტი, ინგრიდ სტიუარტი იყო. მწერალმა განაცხადა, რომ პრინცი უილიამი შეშფოთებულია მეგან მარკლის და პრინცი ჰარის მცდელობებით, სამეფო ტრადიციებს გადაუხვიონ. პრინცესა დიანას უფროსი ვაჟი შიშობს, რომ ეს სამეფო ოჯახის იმიჯს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს.

ინგრიდის თქმით, ბოლო დროს მეგანი და ჰარი ხშირად არღვევდნენ პროტოკოლს და ამით მთლიანად მონარქიის რეპუტაციას აყენებენ ზიანს.



ბრიტანელების უკმაყოფილება გამოიწვია ჰარის და მეგანის შვილის, არჩის დახურულმა ნათლობამ და მშობლების სურვილმა, ნათლიების სახელი არ გაემხილათ. სამეფო ოჯახის ფანები ასევე აღაშფოთა მეგანის ქცევამ უიმბლდონის ტურნირზე, როცა მან ფოტოგრაფებს მისი გადაღება აუკრძალა. მეგანის ერთ–ერთ “ცოდვად“ ისიც ითვლება, რომ როცა სექტემბრის ჟურნალ ვოგის რედაქტორად მიიწვიეს, მან ჟურანლის გარეკანისთვის რამდენიმე თავისი ვარსკვლავი დაქალი შეარჩია. სასექსის ჰერცოგი და მისი მეუღლე კონფიდენციალობის საკითხებს ისე მკაცრად უდგებიან, როგორც პირველი კატეგორიის ვარსკვლავები და არა როგორც სამეფო ოჯახის წარმომადგენლები.

სტიუარდი თვლის, რომ ცოლ–ქმარი პროტოკოლის მიმართ უდიერ დამოკიდებულებას იჩენს.

“ძალიან არამეფურია ასეთი დამოკიდებულება, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ამას არ ველოდით. როცა ჰარი საქციელს ასე ამართლებს “მე ხომ კერძო პირივარ“ – დაუშვებელია. არ შეიძლება კერძო პირი იყო, როცა სამეფო ტახტის პრეტენდენტთა სიაში რიგით მეექვსე ხარ“– ამბობს ექსპერტი.



Print
ბოლო სიახლეები
პოპულარული
Facebook