ჯგუფური სექსი, მუცლის მოშლა და ღალატი – დემი მურმა ეშტონ კატჩერთან ცხოვრების დეტალები ავტობიოგრაფიულ წიგნში დაწერა

56 წლის დემი მურმა ავტობიოგრაფიული წიგნი გამოსცა, რომელშიც 41 წლის ეშტონ კატჩერთან ქორწინების დეტალები გულახდილად მოყვა.

ამერიკელმა მსახიობებმა ერთმანეთი 2003 წელს გაიცნეს, ორი წლის შემდეგ კი დაქორწინდნენ, მიუხედავად 15 წლიანი ასაკობრივი სხვაობისა. მათი ქორწინება 6 წელს გაგრძელდა. ცხოვრების იმ პერიოდის გახსენებისას მურმა კატჩერთან ურთიერთობის ნიუანსები საზოგადოებისთვის გაასაჯაროვა. მსახიობი წერს, რომ ქორწინებიდან მალევე დაფეხმძიმდა, მაგრამ მეექვსე თვეზე მუცელი მოეშალა. ამის შემდეგ წყვილი კარგ კლინიკას ეძებდა უშვილობის სამკურნალოდ, თუმცა მურმა დაფეხმძიმება ვეღარ მოახერხა. ამ სირთულეებმა მათ ურთიერთობაში დაძაბულობა გაზარდა. ერთხელ ეშტონმა ცოლს უჩვეულო წინადადებით მიმართა – სექსი მესამე პარტნიორთან ერთად. “სტუმრის“ როლში მან კიდევ ერთი ქალი მოიწვია.

მური აღიარებს, რომ ეს წინადადება მისთვის შეურაცხმყოფელი იყო, მაგრამ ეშინოდა ახალგაზრდა ქმრისთვის არ ეწყენინებინა. “მხოლოდ იმიტომ დავთანხმდი, რომ მინდოდა მეჩვენებინა “რა მაგარი ტიპი ვარ“ – აი, ნახე, როგორი გახსნილი ვარ ექსპერიმენტებისთვის. მაგრამ სინამდვილეში თავს საშინლად ვგრძნობდი“ – ამბობს დემი.


მოგვიანებით ეს გამოცდილება განმეორდა – კატჩერმა მათ საძინებელში კიდევ ერთი თავისი გოგო მიიწვია. მურის მოლოდინის საწინააღმდეგოდ ამ ნაბიჯმა მათი ქორწინება ვერ გამყარა – ქალმა გაიგო, რომ ქმარი ღალატობდა. ეშტონ კატჩერის ერთ–ერთი საყვარელი 21 წლის ბრიტანი ჯონსი იყო. გოგონამ მოყვა, რომ ჰოლივუდელი მსახიობი ბოულინგ კლუბში გაიცნო, სადაც ეშტონის უფროსი გერის, რუმერის დაბადების დღე აღინიშნებოდა. ამის შემდეგ მათ რამდენიმე ღამე გაატარეს ერთად.


ამ კავშირის შესახებ ჟურნალისტებმა გაიგეს. დემი მური ცდილობდა საგაზეთო პუბლიკაციებისთვის ყურადღება არ მიექცია, თუმცა ერთხელ ქმარს კითხა, სიმართლე იყო თუ არა რასაც მედია წერდა. კატჩერმა გულახდილად უპასუხა, რომ სხვა ქალებთან ქონდა სექსი, თუმცა ამას ღალატად არ აღიქვამდა. “ყველაფერი მომიყვა, მაგრამ მითხრა, რომ ქონდა უფლება სხვა ქალებთან სექსი ქონოდა, ჩვენ ხომ ერთად გვქონდა სექსი სხვა ქალთან. ამიტომაც ჩათვალა, რომ არ ვიქნებოდი წინააღმდეგი.“ – წერს წიგნში დემი მური.

დემის მაშინვე განქორწინებაზე განცხადება არ შეუტანია, თუმცა წყვილის ურთიერთობამ საკუთარი თავი ორი წლის შემდეგ სრულად ამოწურა. დემი მური ამბობს, რომ ყოფილმა ქმარმა იცის მისი წიგნის შესახებ და ყოფილი ცოლის გულახდილობა მისთვის მოულოდნელი არ იქნება. “ეშტონმა იცოდა, რომ ავტობიოგრაფიულ წიგნს ვწერდი. მან ასევე იცის, რომ რაც დავწერე ყველაფერი სიმართლეა“ – ამბობს დემი მური.

Print
ბოლო სიახლეები