პრინცესა ბეატრისის საქმრომ მისი გულისთვის ცოლ–შვილი მიატოვა

ბრიტანეთის დედოფლის 31 წლის შვილიშვილი იტალიელ მილიონერზე გათხოვებას გეგმავს. ედოარდო მაპელი მოციმ პრინცესა ბეატრისის გულისთვის ცოლი და შვილი მიატოვა. დღეს ცნობილი გახდა ბეატრის იორკელის და გრაფ ალესანდრო მაპელი მოცის 34 წლის შვილის რომანის დეტალები. ელსაბედ მეორეს ბოლო გაუთხოვარი შვილიშვილი მომავალ წელს გათხოვდება. ბეატრისის და ედოს ურთიერთობების დასაწყისი საკმაოდ რთული იყო. მათი რომანი უსიამოვნო სიურპრიზი გახდა მამაკაცის მეუღლისთვის, დარა ხუნისთვის, რომელთანაც ის სამოქალაქო ქორწინებაშია. ჩინელი ქალი წარმატებული არქიტექტორ–დიზაინერია, აქვს საკუთარი ფირმა, რომელიც VIP კლიენტებს ემსახურება.
დარას და ედოარდოს ორი წლის ვაჟი ყავთ. იმ მომენტისთვის, როცა ინტერნეტში პრინცესას და მისი ბოიფრენდის ერთობლივი ფოტოები გამოჩნდა, დარა შვილთან ერთად საყვარელი მამაკაცის სახლში ცხოვრობდა და მისი ახალი რომანი შოკი იყო არა მხოლოდ მისთვის, არამედ მისი ოჯახისთვისაც.



“დარა თავიდან ამ ამბავს მიმალავდა. არ უნდოდა  მენერვიულა. შოკში ვარ. მე ძალიან მიყვარს ედო, მისი ოჯახი. რატომ მოხდა ეს? ამ ამბავმა გული ძალიან მატკინა“– ამბობს დარას დედა ლილი.
მილიონერის გარემოცვაში განმარტავენ, რომ ედო და დარა ბეატრისთან რომანის დაწყებამდე ექვსი თვით ადრე დაშორდნენ ერთმანეთს. თუმცა, ამის ბევრს არ ჯერა და თვლიან, რომ ბეატრისი ოჯახის დამანგრეველია. მის დაცვას ახლო მეგობარი ცდილობს: “ის არასოდეს მისცემს თავს უფლებას სხვა წყვილის ბედნიერება დაანგრიოს, განსაკუთრებით როცა საქმე პატარა ბავშვსაც ეხება.“ – ამბობს ინსაიდერი. ამ ისტორიაში ჩართული მხარეების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ რომანი ფრთხილად განვითარდა – არ ყოფილა არანაირი საჯარო ლანძღვა–გინება. დარა მაქსიმალურად კორექტულად მოიქცა.


“ედოს და ბეატრისს ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ და მოუთმენლად ველოდები ჩვენი ოჯახების გაერთიანებას“ – განაცხადა ცოტა ხნის წინ ქალმა.

ამის მიუხედავად, პრინცესას რომანი უჩვეულო და უხერხულია ბრიტანეთის სამეფო ოჯახისთვის. წყვილის ურთიერთობის დაწყებიდან წელიწადიც არ იყო გასული, რომ მათ ნიშნობის შესახებ განაცხადეს. ბეატრისის და, პრინცესა ევგენია მომავალ ქმარს, ჯერ ბრუკსბანკს შვიდი წლის მანძილზე ხვდებოდა, სანამ გასული წლის ოქტომბერში დაქორწინდებოდნენ. ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი დაახლოებით ათი წელი ხვდებოდნენ ერთმანეთს, სანამ 2011 წელს ოჯახი შექმნეს. პრინცი ჰარის და მეგან მარკლის უჩვეულო წყვილიც კი დაქორწინების გეგმების გამოცხადებამდე ერთ წელზე მეტხანს ხვდებოდნენ ერთმანეთს.
პრინცესა ბეატრისი სამეფო ოჯახის მისი თაობის წარმომადგენლებიდან პირველი იქნება, ვინც გათხოვების შემდეგ დედინაცვლის სტატუსსაც მოირგებს. აქამდე ეს როლი მხოლოდ პრინცი ჩარლზის მეუღლეს, კამილა პარკერ ბოულზს ჰქონდა, რომელიც პრინცი უილიამის და პრინცი ჰარის დედინაცვალი გახდა.
პრინცესა ბეატრისის ახალი რომანის შესახებ მისი დის, ევგენიას ქორწილის შემდეგ გახდა ცნობილი. შეყვარებულებმა ურთიერთობები აღარ დამალეს და საჯაროდ გამოჩნდნენ ერთად. ცოტა ხნის წინ კი ოფიციალურად გამოაცხადეს ნიშნობის შესახებ და ერთობლივი ფოტოები გამოაქვეყნეს.



Print
ბოლო სიახლეები