სიყვარულის 10 წესი. როგორ ვიცხოვროთ დიდხანს ბედნიერად
ურთიერთობებში ხშირად უკიდურესობებში ვვარდებით. ან გვინდა ყველაფერი ვაკონტროლოთ, ან პირიქით, გვინდა ჩვენს მაგივრად ყველაფერს ვიღაც წყვეტდეს და ყველა ჩვენი სურვილები გამოიცნოს. გამოცდილება აჩვენებს, რომ არც ერთი მიდგომა არ მუშაობს. ფსიქოლოგები გვირჩევენ, რა უნდა გავაკეთოთ რომ პარტნიორთან ურთიერთობები სწორად ავაწყოთ:

ნუ შეეცდებით ადამიანის შეცვლას

ვერასოდეს გარდაქმნი ვეფხვს ტერიერად, და ყვავს ბულბულად. ან იღებ პარტნიორს ისეთს, როგორიც ის არის, ან გზას აგრძელებ. რა თქმა უნდა, ერთობლივი ცხოვრების პროცესში ერთმანეთს უნდა შეეწყოთ, მაგრამ ის, რაც ურთიერთობების დასაწყისში გაღიზიანებდა, საბოლოოდ განხეთქილებამდე მიგიყვანთ. შეიძლება დროებით ამ გამაღიზიანებელს თვალი დაუხუჭოთ, ჰორმონებმა და მარადიული სიყვარულის წყურვილმა დაგაბრმაოთ, მაგრამ როგორც კი ნისლი გაიფანტება, ეს დეტალები თავს ყოველთვის შეგახსენებთ.

არ ღირს ტანჯვა

ნამდვილ ურთიერთობებს სიხარული უნდა მოჰქონდეს და არა ტკივილი. მხოლოდ კინოში შეიძლება იყოს სიყვარულისთვის ტანჯვა საინტერესო სანახავი. რეალურ ცხოვრებაში ტანჯვა სიყვარულს არ უდრის. და არ აქვს მნიშვნელობა რა გაყენებს ტანჯვას – მისი ღალატი თუ საკუთარი თავის დანახვა სარკეში. მოკლედ, ურთიერთობა, რომელიც ტკივილს გაყენებს არ გჭირდება.

ამოისუნთქე და მიენდე პარტნიორს

ამის გარეშე ურთიერთობების აწყობა შეუძლებელია. თუ ის აირჩიე, ესეიგი რაღაც კარგი მასში ნამდვილად არის. მაშინ რატომ ცდილობ მისი ყველა ნაბიჯის გაკონტროლებას, თითქოს ქმედუუნაროა? რატომ აქცევ ზრდასრულ მამაკაცს პატარა ბიჭად? ნება მიეცი აიღოს პასუხისმგებლობა თქვენი წყვილის კეთილდღეობაზე. პარტნიორის ნდობა ყველაზე დიდი ჯილდოა. მიეცი შანსი თავი გამოავლინოს და დაინახავ, როგორ შეფერადდება თქვენი ურთიერთობა ახალი ფერებით.

იყავი ის, ვინც ხარ

თუ მან აგირჩია, ესეიგი შენშიც არის რაღაც კარგი. არ არის აუცილებელი იმ ადამიანად აჩვენებდე თავს, ვინც სინამდვილეში არ ხარ. თითითს წვერებზე დიდხანს ვერ იდგები. თუ ჯინსები და ბოტასები გიყვარს, არ არის საჭირო მისთვის თავის მოსაწონებლად მუდმივად ქუსლიან ფეხსაცმელში იყო გამოწყობილი. და პირიქით, თუ პრანჭვა გიყვართ და თქვენთვის მნიშვნელოვანია კარგად გამოიყურებოდეთ, მის გამო ნუ შეიცვლით ჩვევას და სურვილებს. გაქვს უფლება არ გიყვარდეს საჭმლის მზადება. არ უყურო ფეხბურთს, არ გინდოდეს ყვავილები, არ ჭამდე შოკოლადს, არ გიყვარდეს კატები. ხომ გინდა ბედნიერი იყო? მაშინ იყავი ის ვინც ხარ, წინააღმდეგ შემთხვევაში პარტნიორი ისე ააწყობს ურთიერთობებს შენს არანამდვილ ვარიანტთან, რომ შენი ადგილი იქ აღარ დარჩება.

ისუნთქე და სხვასაც მიეცი სუნთქვის საშუალება

განვითარდი. ერთად რომ ხართ იმას არ ნიშნავს, რომ სიამის ტყუპებად იქეცით. ყოველ თქვენგანს აქვს უფლება ქონდეს საკუთარი სურვილები, ჰობი, მეგობრები, პირადი დრო და სივრცე. თუ მის მეგობრებთან იძაბები, იხილე პირველი პუნქტი. თუ ჩატში მიმოწერა არ გიყვართ, წაიკითხეთ პუნქტი3.

დაუტოვე საკუთარ თავს და მასაც შეცდომის უფლება

არცერთი არ ხართ იდეალურები. ეს ფაქტია. შეიძლება აფეთქდე და ისტერიკაში ჩავარდე, მას კი საჩუქრის შერჩევა არ გამოუვიდეს სწორად.
რეალური ურთიერთობებს ბევრი გამოცდა ახლავს თან. შეეცადე ამ ურთიერთობებზე ძველი ნეგატიური გამოცდილება არ გაავრცელო და არ შეადარო ძველ ურთიერთობებს. შეცდომის განმეორების შიში მუდმივად გვაწუხებს, თუმცა შეცდომის დაშვება იმდენად საშიში არ არის, რამდენადაც შეცდომის შიშით უმოქმედობა.

ისწავლე მოსმენა და ლაპარაკი

ინფორმაციის აღქმაზე ორივე მხარეა პასუხისმგებელი. თუ გინდა რომ პარტნიორმა მოგისმინოს, ისწავლე საკუთარი აზრების მკაფიოდ და გასაგებად გამოთქმა. ისტერიკები და მანიპულაციები არ გამოიყენო. თუ შენი პარტნიორი იდიოტი არ არის, მალევე მიხვდება შენს თამაშს და აღარ გენდობა. ისტერიული ადამიანები არავის უყვარს.

ადამიანებს უყვართ, როცა აქებენ

თუ გსიამოვნებთ, როცა თქვენს ახალ ვარცხნილობას ამჩნევენ ან სამსახურში დაწინაურების გამო გაქებენ, ლოგიკურია ივარაუდოთ, რომ ყურადღება მასაც სიამოვნებს. შეაქეთ თქვენი პარტნიორი. თუმცა ღირებული მხოლოდ გულწრფელი აღფრთოვანებაა.

იამაყეთ

აგრძნობინეთ პარტნიორს, რომ ამაყობთ მისით, თქვენი ურთიერთობებით, რომელიც ორივესთვის მნიშვნელოვანია. ეცადეთ მყარად აშენოთ თქვენი ურთიერთობები, თუ ორმა ზრდასრულმა ადამიანმა გადაწყვიტა ცხოვრება ერთმანეთს დაუკავშიროს და წყვილი გახდეს, ეს თქვენი ცხოვრების მთავარი პროექტია, რომელიც თქვენს შინაგან რესურსებს – დროს და ნერვებს მოითხოვს, თუმცა როცა ორივემ იცით, რომ ეს ურთიერთობა თქვენთვის მნიშვნელოვანია, სიამაყის საფუძველიც არსებობს, თუ ურთიერთობების სწორად აწყობა გამოგდით.

ნუ გეშინია. გჯეროდეს

გჯეროდეს, რომ ყველაფერი გამოგივათ. გჯეროდეს თქვენი გრძნობების გულწრფელობის და თქვენი სიყვარულის ძალის. გჯეროდეს რომ ყოველთვის შეძლებთ თავიდან დაწყებას ან ტაიმ აუტის აღებას. გჯეროდეს, რომ შეუძლებელი არაფერია. უბრალოდ გჯეროდეს. და არაფრის შეგეშინდეს. ურთიერთობების აწყობისას არაფერია ერთმანეთის ნდობაზე უფრო ძვირფასი. მხოლოდ ნდობის შემთხვევაში გამოგივათ წარმატებული ურთიერთობა.

Print
ბოლო სიახლეები