სამი მარტივი სავარჯიშო ცხოვრების შესაცვლელად
თუ გინდათ წარმატებული იყოთ, საკუთარი თავი უნდა გიყვარდეთ

არც ისე დიდი ხნის წინ ამერიკელმა ფსიქოლოგებმა საინტერესო კანონზომიერება აღმოაჩინეს: გარშემომყოფთათვის იმის გამჟღავნების შიშმა, რომ თქვენი მიღწევებით ამაყობთ, შეიძლება სერიოზულად დაამუხრუჭოს თქვენი კარიერული წინსვლა. როგორც წესი,ასეთი ქცევა დაბალი თვითშეფასებით არის გამოწვეული, განსაკუთრებით, თუ თქვენ გეჩვენებათ რომ თქვენი წარმატებები მხოლოდ ბედნიერი შემთხვევითობის ბრალია და არა იმის, რომ საკუთარი საქმის პროფესიონალი ხართ. ამ პრობლემის მოსაგვარებლად ფსიქოლოგები რამდენიმე მარტივ სავარჯიშოს გვთავაზობენ, რომლებიც დაგეხმარებათ მთლიანად შეცვალოთ თქვენი ცხოვრება.

პირველ რიგში უნდა განსაზღვროთ, საიდან გაგიჩნდა ჩვევა, რომ საკუთარი მიღწევების გრცხვენოდეთ. აიღეთ მშობლების ძველი ფოტოები და დააკვირდით, როგორ იქცევიან ამ ფოტოებზე. გაიხსენეთ, ხშირად ამაყობდნენ თუ არა ისინი საკუთარი თავით და საუბრობდნენ იმაზე, რა წარმატებებს მიაღწიეს. თუ პირიქით, ცდილობდნენ ჩრდილში დარჩენილიყვნენ. რა დამოკიდებულება ქონდათ მათ თქვენი მიღწევებისადმი? რამდენად ხშირად გაქებდნენ სკოლაში მიღებული მაღალი ნიშნების გამო? ფსიქოლოგები თვლიან რომ ამ კითხვებზე პასუხები დაგეხმარებათ იმის გაგებაში, ხომ არ მოქმედებს თქვენს კომპლექსებზე მშობლების ქცევის მოდელი. თუ ასეა, შეძლებთ განსაზღვროთ ბავშვობიდან ჩადებულ რომელ “პროგრამას“ უნდა დაემშვიდობოთ სამუდამოდ.



არ უნდა დაივიწყოთ, რომ ჩვენი ხასიათი დაგროვილი გამოცდილების გავლენით ფორმირდება. ამიტომაც თუ ცხოვრებაში გლობალური ცვლილებები გინდათ, წარსულის ინვენტარიზაცია გააკეთეთ. ამ გზით შეძლებთ გაიგოთ თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები. მაგალითად, უმაღლესი განათლების დიპლომის აღება შეგიძლიათ მიღწევების გრაფაში ჩაწეროთ. ამავე დროს აქცენტი არა მხოლოდ სანატრელ “ქაღალდის ფურცელზე“ უნდა გააკეთოთ, არამედ , მაგალითად, უამრავ უძილო ღამეზე, რომლებიც გამოცდების წინ გაატარეთ და იმაზე, რომ ათობით წიგნის წაკითხვას და გამოცდებისთვის მომზადებას მოკლე დროში ახერხებდით. მართალია ეს მიღწევები წარსულში იყო, მაგრამ კვლავ შეგიძლიათ ამ მიღწევებით იამაყოთ.

თეორიული ნაწილიდან დროა პრაქტიაზე გადავიდეთ. შეეცადეთ უახლოესი 90 დღის განმავლობაში სრულად შეცვალოთ თქვენი ცხოვრება. ამისათვის არ
არის აუცილებელი მაინცდამაინც სამსახურიდან წამოხვიდეთ ან ბოიფრენდს დაშორდეთ. დაიწყეთ იმით, რომ თქვენს მიერ ყოველდღიურ “გმირობებს“ სხვა თვალით შეხედეთ. თქვენი პატარა მიღწევები კოლეგებს და ახლობელ ადამიანებს გაუზიარეთ, შემდეგ კი უფრო შთამბეჭდავ აუდიტორიაზე გადადით. ამით არა მხოლოდ უფრო მეტად დააფასებთ საკუთარ შრომას, არამედ გარშემომყოვებისთვისაც და ხელმძღვანელობისთვისაც უფრო შესამჩნევი გახდებით.

Print
ბოლო სიახლეები
Facebook
პოპულარული
რეკლამა


რეკლამა