ზამთრის დეპრესია თვალის ფერზეა დამოკიდებული
როგორც წესი, ადამიანები, განსაკუთრებით ჩრდილოეთ განედებზე მცხოვრებნი, ზამთრის პერიოდში თავს მოდუნებულად და დათრგუნულად გრძნობენ . ცივი ამინდი და მოკლე დღე, ანუ სინათლის ნაკლებობა კარგი განწყობის შექმნას და მხნეობას ნამდვილად არ უწყობს ხელს. თუმცა, როგორც სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დაადგინეს, ე.წ. ზამთრის დეპრესიის სიმძლავრეს დიდწილად თვალის ფერი განსაზღვრავს.

ერთ–ერთი თეორიის თანახმად, სეზონურ დეპრესიას ორგანიზმში ჰორმონების – სეროტონინის და მელატონინის დისბალანსი იწვევს. სეროტონი ადამიანებს ენერგიით ავსებს, მელატონინი კი პირიქით, ძილს იწვევს. თუ ორგანიზმში მელატონინი ჭარბობს, ადამიანი აპათიური ხდება.

ეს ჰორმონი დღე–ღამის ბნელ მონაკვეთში გამომუშავდება. ამიტომაც, როდესაც დღე მოკლდება, ძილი უფრო მეტად გვინდება. ბრიტანელი მკვლევარების მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით მომეტებული ძილიანობა უფრო მეტად მუქი ფერის თვალის მქონე ან მწვანეთვალება ადამიანებს აწუხებთ, ვიდრე ნაცრისფერ ან ცისფერთვალებს.
ამის მიზეზი მეცნიერთა აზრით იმაშია, რომ ღია ფერის თვალი, რომელიც ნაკლებ პიგმენტს შეიცავს, სინათლის მიმართ უფრო მგრძნობიარეა. სინათლე კი, თვალის ბადურაზე მოხვედრის შესახებ ტვინის ჰიპოთალამუსში იმპულსებს გზავნის, რომლებიც ძილის ჰორმონის გამოყოფას არეგულირებს. მუქთვალიანი ადამიანების თვალის ბადურამდე მისაღწევად კი უფრო მეტი “სინათლეა საჭირო. “ შესაბამისად, ძილის ჰორმონის გამოყოფა ნაკლებად ექვემდებარება რეგულირებას.

შემთხვევითი არ არის, რომ ცისფერთვალა ხალხი უფრო მეტად დედამიწის ჩრდილოეთ ნაწილში ცხოვრობს. ცისფერი თვალები სკანდინავიურ სახელმწიფოებში, რომლებიც ეკვატორიდან შორს მდებარეობენ, ჩვეულებრივი ამბავია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ასეთმა მუტაციამ ჩრდილოეთის მაცხოვრებლებს საშუალება მისცა უფრო მეტი “სიმხნევის ჰორმონი გამოემუშავებინათ“.

Print
Video ad
ბოლო სიახლეები