რა უნდა ვისწავლოთ მერწყულისაგან
ყველაზე ხშირად ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს აღწერენ როგორც “საინტერესოებს“. თუმცა, ეს ხომ ძალიან ბანალურია. სინამდვილეში მათი აღწერა ერთი–ორი სიტყვით შეუძლებელია, განსხვავებით მაგალითად “ჯიუტი და მშრომელი “ თხის რქებისგან, ან “მეფური და სამართლიანი“ ლომებისგან.


რა თქმა უნდა, ყოველი ადამიანი მრავალნაირად შეიძლება დახასიათო, მაგრამ როგორც კრებსითი ჯგუფი, მერწყული ძალიან წინააღმდეეგობრივია. ერთის მხრივ, ისინი შეიძლება ცივები და ამპარტავნები იყვნენ, მეტისმეტად დაკავებულები უფრო მნიშვნელოვანი საქმეებით, ვიდრე მაგალითად მეზობლის დრამის მოსმენაა. მეორეს მხრივ კი ისინი დიდი ალტრუისტები არიან, რომლებიც ყოველთვის სინდისის კარნახით მოქმედებენ. და მართალია მერწყულების დახასიათება ძალიან ძნელია, მაინც შევეცდებით მათი ძირითადი და ძლიერი პიროვნული მახასიათებლების აღწერას.

საგანგებოდ გამომუშავებული კომუნიკაბელურობა


თუნდაც თქვენს ნაცნობებში არცერთი მერწყული არ იყოს, ალბათ შეხვედრიხართ ისეთ ადამიანს, რომელიც მაგალითად შეხვედრაზე ან ქორწილში შემოსვლისას აუცილებლად მიესალმება ყველას, ვისაც გვერდით ჩაუვლის. გულწრფელად “გაუხარდება თქვენი კიდევ ერთხელ ნახვა“. ეს მერწყულია. შემთხვევითი არ არის, რომ ძალიან ბევრი კარგი ნაცნობი ყავთ “შემთხვევითი ნაცნობობის“ შედეგად. მერწყულები ჰაერის სტიქიის ჭეშმარიტი წარმომადგენლები არიან. კომუნიკაბელურები, ინტერესიანები, ცნობისმოყვარეები. უყვართ დიდ ღონისძიებებზე დასწრება და სოციალური ჰორიზონტის გაფართოება. მაგრამ მათი გაცნობა უფრო ღრმა დონეზე შეიძლება ძნელი იყოს. მათ უკეთესად გასაცნობად პირისპირ მარტო უნდა დარჩეთ. მაგრამ როცა ბოლოს და ბოლოს ამ ადამიანის სახით ახლო მეგობარს შეიძენთ, ეს თქვენს ცხოვრებაში ერთ–ერთი საუკეთესო ნაცნობობა იქნება.


მომავლის განჭვრეტა

საქმე არ ეხება მაგიას ან რამე შამანურ პრაქტიკას, არც ჰოროსკოპებს, რომლებსაც ზოგიერთი მერწყული აგდებით ეკიდება. მერწყულები თავიდან ფეხებამდე ნოვატორები არიან. ეს ადამიანები არასოდეს ცხოვრობენ წარსულით და არ ებღაუჭებიან მას. მათი მზერა მომავალზეა მიმართული, აინტერესებთ კოსმოსის კვლევა, მედიცინის სიახლეები და გარღვეევები ხელოვნური ინტელექტის სფეროში. საშუალოსტატისტიკური მეოცნებისგან კი იმით განსხვავდებიან, რომ რეალური პროგრესისთვისაც მუდმივად ირჯებიან.


აქტივიზმი და ალტრუიზმი

გაიხსენეთ ოფრა უინფრი. ის 29 იანვარს არის დაბადებული. მისი ჰუმანიტარული საქმიანობა და ამერიკელ ქალებზე მისი გავლენა უმნიშვნელოვანესია. ასეთი ადამიანები ხშირად ერთვებიან პოლიტიკაში და აქტიურად მონაწილეობენ ოჯახურ საქმეებშიც. მერწყულებს უფრო მეტად აწუხებთ ადამიანების ჯგუფების კეთილდღეობა, ვიდრე ერთი კონკრეტული ადამიანის. ამიტომაც ისინი ხშირად ხდებიან ან მოძღვრები და მისიონერები, ან აქტივისტები, რომლებიც მაგალითად კოლეგების ან საკუთარი თაობის ინტერესებს იცავენ.
Print
ბოლო სიახლეები