კვირის ჰოროსკოპი 18–24 თებერვალი
ვერძს ვარსკვლავები ურჩევენ ამ კვირაში რამე ახალი უნარი შეიძინოს, ნებისმიერ სფეროში. აღსანიშნავია, რომ ეს ახალი უნარი მალე ძალიან დაეხმარება.

კურო
ამ კვირაში ჩამოყალიბებულ სტერეოტიპებს უნდა დაემშვიდობოს და იმ ადამიანებთან ურთიერთობა უნდა სცადოს, ვისთანაც აქამდე არაფრით არ სურდა საქმის დაჭერა. ამ კვირიდან შეძლებთ სიტუაციას სხვა თვალით შეხედოთ.

ტყუპებს
ვარსკვლავები ურჩევენ უახლოესი შვიდი დღის განმავლობაში ახალი ცოდნის შეძენით დაკავდნენ. ინტერესი კვირის დასაწყისშივე გაგიჩნდებათ. მთავარია მოქმედება არ დააყოვნოთ.

კირჩხიბებს
ამ კვირაში გაუჩნდებათ სურვილი საკუთარი თავი გამოსცადონ. კირჩხიბების უმრავლესობა ასეც მოიქცევა. თუმცა ამისათვის ცხრამთას იქით წასვლა არ ღირს. ამის გაკეთება თქვენი ყოველდღიური მოღვაწეობის ასპარეზზეც შეგიძლიათ.

ლომებს ვარსკვლავები სთავაზობენ ამ კვირაში ნაცნობებთან დაკავშირებით ჩამოყალიბდნენ. ნუთუ ყველა მათგანი სასარგებლოა თქვენთვის? ყოველ მათგანთან ურთიერთობა მოგწონთ? შესაძლოა დროა ურთიერთობებში პრიორიტეტები განსაზღვროთ. ახალი საქმეებისა და წამოწყებებისგან კი თავი შეიკავეთ, ყოველ შემთხვევაში 19 თებერვლამდე მაინც, როცა ნახევარმთვარე ლომში იქნება.

ქალწულებს
ვარსკვლავები რეკომენდაციას აძლევენ ამ კვირაში საკუთარ კვებას ყურადღება დაუთმონ. ხილი, ბოსტნეული და სწორი რეჟიმი– ეს არის რაც ძირითადად ჭირდება ორგანიზმის ჯანმრთელობას. შეეცადეთ ამ კვირას მაინც მიირთვათ სასარგებლო საკვები.

სასწორებს ვარსკვლავები ურჩევენ, ამ კვირას თავს ნუ გაიტანჯავენ იმ საქმეებით, რომლებსაც გულს ვერ უდებენ. ისწავლეთ იმაზე უარის თქმა, რაც არ გაინტერესებთ და არ გსიამოვნებთ.

მორიელმა ყურადღება უნდა მიაქციოს იმას, რომ მის ცხოვრებაში გარკვეული მისტიკა იკვეთება. ეს კარგი ტენდენციაა და იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი მიზანი, რომელსაც ამ პერიოდში დაისახავთ, მიღწევადია.

მშვილდოსანი
უახლოესი შვიდი დღის განმავლობაში სასურველის მიღწევას უნდაშეეცადოს. სამყარო გამარჯვებისთვის საჭირო სიჯიუტით, ძალით და ნებისყოფით დაგაჯილდოვებთ. იმოქმედეთ და წარმატებაც არ დააყოვნებს.

თხის რქას
ამ კვირაში ვარსკვლავები ურჩევენ მოტივაციაზე დაფიქრდეს. რა გაიძულებს აკეთო ის, რასაც აკეთებ? შეგიძლია თუ არა მოძებნო შთაგონება, რომელიც რამე მნიშვნელოვანი საქმეების კეთებაში დაგეხმარება?

მერწყული
ამ კვირას აქტიურ მოვლენებში მონაწილეობას უნდა მოერიდოს. უფრო სასარგებლო და პროდუქტიული იქნება შინაგანი სამყაროს ჰარმონიაში მოყვანა.

თევზებს
ვარსკვლავები მიუთითებენ, რომ ამ კვირაში ჯობს აქცენტი ურთიერთობებზე გააკეთონ. ადამიანებთან კომუნიკაცია ადვილად გამოგივათ და საქმეების მოგვარებისას თქვენს ეფექტურობას გაზრდის.

Print
ჰოროსკოპი
ბოლო სიახლეები