“გატეხილი გულის სინდრომი“ – დაავადება, რომელმაც შესაძლოა სიკვდილი გამოიწვიოს
შვეიცარელი მეცნიერები ატარებენ კვლევას, რომელიც ეგრეთწოდებულ “გატეხილი გულის სინდრომს“ ეძღვნება.

ფსიქოლოგიურმა სტრესმა შესაძლოა გულის მარცხენა პარკუჭოვანას დისფუნქცია გამოიწვიოს. სინდრომი გულის უკმარისობის უცაბედი განვითარებით და მკერდში ტკივილებით ვლინდება, რომელიც ელექტრო კარდიოგრამაში მიოკარდის ინფარქტის მსგავსი ცვლილებებით ფიქსირდება.
ყველაზე ცშირად ეს სინდრომი სტრესული სიტუაციების ფონზე ვითარდება, რომლებიც ძლიერ, უარყოფით ემოციებს იწვევენ. ასეთი შეიძლება იყოს ახლობელი ადამიანის სიკვდილი ან განშორება.

მეცნიერები ჯერჯერობით ზუსტად ვერ ხსნიან, როგორ ხდება ეს. სამედიცინო გამოცემა European Heart Journal ში გამოქვეყნებულ პუბლიკაციებში გამოთქმულია ვარაუდი, რომ სინდრომი სტრესზე ტვინის რეაქციის მიერ არის პროვოცირებული.

პირველად “ გატეხილი გულის სინდრომი“ იაპონელმა მეცნიერმა, ხიკარუ სატომ 1990 წელს აღწერა და მას “ტაკოცუბოს კარდიომიოპათია“ ეწოდა (იაპონურად ტაკოცუბო მრგვალი კერამიკული ქოთანია წვრილი ყელით).

ეს სინდრომი განსხვავდება ჩვეულებრივი გულის შეტევისგან, როცა გულის კუნთში სისხლის ნაკადი იბლოკება. გულისთვის სისხლის მიწოდების
ბლოკირება კორონარულ არტერიებში ტრომბის არსებობის დროს ხდება.თუმცა გატეხილი გულის სინდრომი და გულის შეტევის სინდრომები ძალიან გავს ერთმანეთს. პირველ რიგში ეს არის ტკივილი მკერდში და სუნთქვის გაძნელება.

ხშირად ცხოვრებაში გადატანილი ტრაგედია და დარტყმა სინდრომის გაჩენის მაპროვოცირებელია, თუმცა გატეხილი გულის სინდრომის განვითარება სასიხარულო მოვლენებსაც შეულია, რომლებიც ძლიერ ემოციებს იწვევს. მაგალითად ქორწილს ან თუნდაც ახალი სამსახურის შესახებ მოულოდნელ სასიხარულო ინფორმაციას.

გატეხილი გულის სინდრომი შესაძლოა დროებითი მოვლენა იყოს. ასეთ შემთხვევაში გულის კუნთი რამდენიმე დღეში, კვირაში ან თვეში აღდგება, ზოგიერთ შემთხვევაში კი სინდრომის განვითარებამ შესაძლოა სიკვდილი გამოიწვიოს.

ბრიტანეთში გატეხილი გულის სინდრომი ყოველწლიურად დაახლოებით 2500 პაციენტს უდგინდება.სინდრომის გაჩენის ზუსტი მიზეზი მეცნიერებისთვის უცნობია. თუმცა ვარაუდობენ, რომ ეს შესაძლოა სტრესის ჰორმონების, მაგალითად ადრენალინის მომატებასთან იყოს დაკავშირებული.



ციურიხის საუნივერსიტეტო კლინიკის მეცნიერებმა 15 პაციენტის თავის ტვინის აქტივობები შეისწავლეს, რომლებსაც გატეხილი გულის სინდრომის დიაგნოზი დაუსვეს.ტომოგრაფიის მონაცემებმა აჩვენა, რომ ამ პაციენტების ტვინის
აქტივობა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ჯანმრთელი ადამიანებისგან შემდგარი ჯგუფის წევრთა ტვინის აქტივობისგან.

აღინიშნა კავშირის შემცირება ემოციების მაკონტროლებელ ტვინის უბნებსა და ნაკლები ტვინის ტვინის იმ უბნებს შორის, რომლებიც არაცნობიერ (ავტომატურ) რეაქციებს აკონტროლებენ (მაგალითად გულისცემას).

მკვლევარების აზრით ემოციების ფორმირება თავის ტვინში ხდება, ამიტომაც შესაძლებელია ამ დაავადების ფორმირებაც ტვინში ხდება, შემდეგ კი ტვინი შესაბამის სიგნალებს გულს უგზავნის.

სინდრომის ფორმირების მექანიზმის გასარკვევად მეცნიერები კვლევებს განაგრძობენ

შვეიცარელ მეცნიერებს, რომლებიც კვლევას ატარებენ არ ქონდათ პაციენტთა ტომოგრაფიული კვლევის შედეგების მონაცემები იმ პერიოდამდე, სანამ მათ გატეხილი გულის სინდრომი დაუდგინდებოდათ. ამიტომაც მეცნიერები ჯერჯერობით ვერ ადგენენ, სინდრომმა გამოიწვია ტვინის სხვადასხვა უბნებს შორის კავშირის შემცირება თუ ამ კავშირების შემცირების შედეგად განვითარდა სინდრომი.
მეცნიერები ცდილობენ დაადგინონ რა როლს თამაშობს სინდრმის ფორმირებაში ტვინი და რატომ არის, რომ ზოგ ადამიანს სინდრომი უჩნდება, ზოგს კი არა.

ჯერჯერობით კი ფაქტი ის არის, რომ ტრადიციულ მედიცინაში კარგად ცნობილი გულის შეტევა მისი სიმპტომებით და სავალალო შედეგებით შესაძლოა არა უშუალოდ გულის–სისხლძარღვთა აქამდე ცნობილი პრობლემებით, არამედ ტვინიდან იყოს გამოწვეული.
Print
ბოლო სიახლეები
Facebook
პოპულარული
რეკლამა


რეკლამა