მეცნიერებმა მკერდის კიბოს რისკის შემცირების გზას მიაგნეს
ახალი მაშტაბური კვლევის მიხედვით სარძევე ჯირკვლის კიბოს შედეგად გარდაცვალების რისკი 50 წელს ზევით ქალებში შესაძლო ერთი მეხუთედით შემცირდეს, თუ რაციონში ხორცის პორციები შემცირდება და დღეში ერთხელ ხილის და ბოსტნეულის პორცია დაემატება. კვლევის შესახებ გაზეთი Time წერს. კვლევის შედეგები ამერიკის კლინიკური ონკოლოგიის საზოგადოების ყოველწლიურ შეკრებაზე წარადგინეს.

კვლევა 20 წლის განმავლობაში ტარდებოდა და მასში 49 ათასი ქალი მონაწილეობდა. კვლევამ აჩვენა, რომ თუნდაც სულ მცირე ჯანსაღი დიეტა არსებითად ამცირებს ქალების სიკვდილიანობის რისკს მკერდის კიბოსგან.

კვლევაში მონაწილე ქალების ნაწილს შესთავაზეს აერჩიათ დაბალცხიმიანი პროდუქტები, ნაკლები ზეთი, კარაქი და ყველი მოეხმარათ, უარი ეთქვათ შემწვარ საკვებზე და ნაკლები ხორცი მიეღოთ.
იმ ქალებმა, რომლებიც ამ დიეტას იცავდნენ, ცხიმის მოხმარება შეამცირეს და ყოველდღიურად დამატებით ხილის, ბოსტნეულის და დაუქუცმაცებელი მარცვლის პორციას იღებდნენ. ამ დიეტას ისინი რვა წელზე მეტხანს იცავდნენ.

20 წლიანი კვლევის მანძილზე მონაწილე ქალებს შორის სარძევე ჯირკვლის კიბოს 3374 შემთხვევა გამოვლინდა. ქალები, რომლებიც დიეტაზე იყვნენ, 21%–ით უფრო ნაკლებად დაავადდნენ მკერდის კიბოთი.

კვლევის შედეგად გაურკვეველი დარჩა, კონკრეტულად რამ შეამცირა რისკი – ცხიმის რაოდენობის შემცირებამ, ბოსტნეულის რაოდენობის გაზრდამ თუ რაციონის კალორიულობის კლებამ.

მანჩესტერის უნივერსიტეტის პროფესორი, ტონი ჰაუელი აცხადებს, რომ კვლევა შთამბეჭდავია და მისი შედეგები გასათვალისწინებელი, თუმცა მის შედეგად ზუსტად ვერ დადგინდა, რომ არსებითი პრობლემა ზედმეტი ცხიმის მიღებაა.

“ქალები უნდა შეეცადონ ნორმალური წონა შეინარჩუნონ, დღეში მინიმუმ 30 წუთი სპორტით დაკავდნენ და ალკოჰოლის მიღება შემცირონ. ეს რისკის სამი მთავარი ფაქტორია“ – განუცხადა პროფესორმა გაზეთ Time-ს.
Print
ბოლო სიახლეები
Facebook
რეკლამა


რეკლამა