მეცნიერებმა გამოუძინებლობის საშიში შედეგები დაასახელეს

მედიკოსების მონაცემებით მათ, ვისაც ღამეში ექვს საათზე ნაკლები სძინავთ, 60% ით ეზრდებათ ინსულტისა და გულის იშემიური დაავადების რისკი.

ამის შესახებ სტატიას The Sun აქვეყნებს. გამოცემის ინფორმაციით დიდ ბრიტანეთში ჩატარდა კვლევა, რომელიც ადამიანის ორგანიზმზე გამოუძინებლობის გავლენას ეხებოდა. კვლევაში 2000-ზე მეტი ზრდასრული ადამიანი მონაწილეობდა. გაირკვა, რომ მათ 44%–ს დღეღამეში 6 საათზე ნაკლები ეძინა. და მხოლოდ მათ 17% ეძინა დღეღამეში რეკომენდირებული 8 საათი.
მედიკოსები აღნიშნავენ, რომ მათ, ვისაც ღამით ექვს საათზე ნაკლები სძინავთ, ინსულტისა და იშემიური დაავადების რისკის ზრდის გარდა ქოლესტერინის დონისი მატება და მაღალი წნევაც ემუქრებათ.

თუნდაც ერთი ღამით გამოუძინებლობას შეუძლია წონის მატების და კუნთოვანი მასის შემცირების პროვოცირება გამოიწვიოს – ამბობენ მეცნიერები.

გარდა ამისა, ისინი თვლიან, რომ გამოუძინებლობამ შეიძლება ერის ჯანმრთელობაზეც მოახდინოს გავლენა, რადგან ძილი ადამიანის დნმ–ზე ისევე მოქმედებს, როგორც სხვა ფაქტორები – საკვები, მოწევა, სტრესი.

Print
ბოლო სიახლეები