სრულიად იაფფასიან პრეპარატს გულ–სისხლძარღვთა დაავადებების აღკვეთა შეუძლია.ახალი კვლევის შედეგები

ახალი კვლევის შედეგების მიხედვით ოთხი პრეპარატისგან შემდგარი კომბინირებული აბის ყოველდღიურ დოზას ინფარტების და ინსულტების რაოდენობის მესამედით შემცირება შეუძლია.

აბის შემადგენლობაში შედის სისხლის გამათხევადებელი ასპირინი, ქოლეტერინის დამწევი სტატინი და კიდევ წნევის დამწევი ორი პრეპარატი.
ბრიტანელი და ირანელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ეს პოლიაბი ძალიან ეფექტურია, არადა ძალიან დაბალი ფასი აქვს. ექიმების რეკომენდაციაა ეს აბი დაუნიშნონ გარკვეულ ასაკს მიღწეულ ყველა ხანდაზმულს, განსაკუთრებით ღარიბ ქვეყნებში, სადაც ექიმებს ნაკლები შესაძლებლობა აქვთ პაციენტი გასინჯონ და ინდივიდუალური დახმარება აღმოუჩინონ.

გულის იშემიური დაავადება და ინსულტი მთელ მსოფლიოში სიკვდილის ძირითადი მიზეზია. ამ დაავადებებით წელიწადში 15 მილიონ ადამიანზე მეტი იღუპება.

მოწევა, ზედმეტი წონა და არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა გულის დაავადებების განვითარების რისკს ზრდის.
ექიმების ახალი დასკვნები ირანის 100 სოფელსა და დასახლებულ პუნქტში 6800 ადამიანის ჩვევების კვლევის შედეგად გაკეთდა და სამედიცინო ჟურნალ ლანცეტში გამოქვეყნდა.

კვლევის მონაწილეთა ნახევარს პოლიაბს აძლევდნენ და ამავე დროს აძლევდნენ რეკომენდაციებს, როგორ გაეუმჯობესებინათ ცხოვრების წესი. მეორე ნახევარს კი მხოლოდ ზეპირ რეკომენდაციებს აძლევდნენ.


ხუთწლიანი კვლევის შედეგად მედიკოსებმა დაადგინეს:


• 3421 ადამიანიდან, რომელთაც პოლიაბი ქონდა დანიშნული, 202–ს დაემართა გულის შეტევა
• 3417 ადამიანიდან, რომლებიც პოლიაბს არ იღებდა, 301 –ს დაემართა გულის შეტევა.

გამოდის, რომ პროფილაქტიკურმა პრეპარატმა გულ–სისხლძაღვთა სერიოზული დაავადება აღკვეთა ყოველი 35–დან ერთ ადამიანში.

“ჩვენ ეს დასკვნები წარვადგინეთ განვითარებად ქვეყნებში საშუალო შემოსავლით. ასეთი ქვეყანა საკმაოდ ბევრია და კარგი იქნება ამ მეთოდის გამოყენება“– ამბობს ბირმინგემის უნივერსიტეტის პროფესორი ტომ მარშალი.

კვლევის დროს ასევე დადგინდა, რომ ახალი პოლიაბი იწვევს ქოლესტერინის დონის მნიშვნელოვან შემცირებას, თუმცა თითქმის არ ახდენს გავლენას სისხლის წნევაზე.

წამალი ეძლეოდა 50–ს ზევით ადამიანებს, მიუხედავად იმისა, ქონდათ თუ არა მათ ანამნეზში გულის პრობლემები.


“ამ პოლიაბის ხელმისაწვდომობიდან გამომდინარე არსებობს შანსი გულ–სისხლძაღვთა სისტემის დაავადებების პროფილატიკა და აღკვეთა მოხდეს, რაც სიკვდილიანობის ნომერ პირველი მიზეზი ამსოფლიოში.“– ამბობს ირანის მედიცინის მეცნიერებათა უნივერსიტეტის დოქტორი, ნიზან სარაფჯადეგანი.

ასეთი პროფილაქტიკური პოლაბის წარმოების იდეა 2001 წელს გაჩნდა, თუმცა მისი ეფეტურობის კვლევა პირველად ჩატარდა.



ბრიტანეთში და სხვა განვითარებულ ქვეყნებში ექიმებს ხელი მიუწვდებათ სხვადასხვა პრეპარატებზე, მათ შორის სტატინებზე, ასევე აქვთ საშუალება შეაფასონ ყოველი პაციენტის სპეციფიური საჭიროებები.

“ბრიტანეთში ამ პოლიაბის მნიშვნელობა ისეთი არსებითი არ იქნება და საჭირო იქნება კლინიკური კვლევების ჩატარება იმის შესაფასებლად, ზუსტად რა უპირატესობები აქვს მას იმ მეთოდებთან შედარებით, რაც ამჟამად გამოიყენება“ – ამბობს პროფესორი მარშალი.

ამ წამლის ბრიტანეთში გაყიდვის ნებართა ჯერ არ გაცემულა და ამ ლიცენზიის მიღება ადვილი არ იქნება.


როგორც გულის დაავადებებთან ბრძოლის ბრიტანული საქველმოქმედო ფონდი აღნიშნავს, ყოველმა მესამე ბრიტანელმა, რომელსაც მაღალი წნევა აქვს, ამის შესახებ არ იცის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბრიტანეთში პრიორიტეტი უნდა იყოს მათი გამოვლენა, ვისაც მაღალი წნევა და ქოლესტერინის მომეტებული დონე აქვს და ყურადღება უნდა მიექცეს, რომ ამ ადამიანებმა მათთვის დანიშნული პრეპარატები მიიღონ.


Print
ბოლო სიახლეები
პოპულარული
Facebook
რეკლამა


რეკლამა