15 ქალაქი, რომელიც ტურისტებს ყველაზე მეტად იზიდავს
დამკვიდრებული სტერეოტიპია, რომ პარიზის ნახვაზე ყველა ოცნებობს. თუმცა რეალობაში ასე არ არის. ბრიტანეთის მარკეტინგული კვლევების ინსტიტუტმა Euromonitor ბოლო ორი წლის მონაცემებზე დაყრდნობით დაადგინა მსოფლიოს რომელი ქალაქები იზიდავენ ყველაზე მეტ ტურისტს. ძირითადად 2017 წლის მონაცემები გამოიყენეს, რადგან 2018 წლის საბოლოო სტატისტიკა ჯერ არ გამოქვეყნებულა. გაგიკვირდებათ და პირველ ათეულში მხოლოდ ორი ევროპული მეგაპოლისი მოხვდა. ნაწილობრივ ეს იმით შეიძლება აიხსნას, რომ ბევრმა ჩინელმა საკუთარი ქვეყნის გარეთ მოგზაურობა დაიწყო. გარდა ამისა, დასავლეთშიც ამჟამად აზია ძალიან პოპულარულია.

მაშ ასე, გთავაზობთ ტურისტებისთვის ყველაზე მიმზიდველი 15 ქალაქის სიას:





1. პირველ ადგილზეა ჰონკონგი. ეს მსხვილი მეგაპოლისი ჯერ კიდევ გასულ წელს იქცა ქალაქად, რომელსაც ყველაზე მეტი ადამიანი სტუმრობს მსოფლიოში. ტურისტების უმრავლვესობა აქ კონტინენტური ჩინეთიდან ჩავიდა. 2017 წელს ჰონკონგს მინიმუმ 14 მილიონი ჩინელი ესტუმრა.



    2. მეორე ადგილზეა ბანკოკი. ტაილანდის დედაქალაქს 2017 წელს 22.4 მილიონი ტურისტი ეწვია. 





    3. ევროპული ქალაქებიდან ყველაზე დაწინაურებული ლონდონია. 2017 წელს ბრიტანეთის დედაქალაქს თითქმის 20 მილიონი ტურისტი ეწვია.




    4. მეოთხე ადგილზეა სინგაპური. ეს აზიური ქალაქ–სახელმწიფო დიდი ხანია ტურისტებს იზიდავს.





    5. მეხუთე ადგილზე ქალაქი მაკაოა. რაც იმას ნიშნავს, რომ პოპულარულ ხუთეულში ოთხი ადგილი აზიურმა ქალაქებმა დაიკავეს. მკვლევარები აზიურ ქალაქებში სტუმრების მატებას ჩინეთიდან ტურისტული ნაკადების ზრდით ხსნიან.





    6. პარიზმა რეიტინგში მხოლოდ მეექვსე ადგილი დაიკავა. რეიტინგის შედგენისას მხოლოდ ის ტურისტები დაითვალეს, რომლებიც ქალაქში სხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ როგორც საქმიანი, ისე პირადი ვიზიტით.





    7. მეშვიდე ადგილი დუბაიმ დაიკავა. ევრომონიტორმა ბაზრის კვლევისას მსოფლიოს 600 ქალაქის 2017 წლის მონაცემები გააანალიზა.





    8. ქალაქების რეიტინგში ნიუ იორკი მერვე ადგილზეა. გასულ წელს ევრომონიტორის ინფორმაციით ქალაქს 13.1 მილიონი ადამიანი ესტუმრა.





    9. მეცხრე ადგილზეა კუალა ლუმპური. ეს ქალაქი უკვე წლებია მაგნიტივით იზიდავს ტურისტებს. 2017 წელს მალაიზიის დედაქალაქს 12.8 მილიონი უცხოელი ესტუმრა.





    10. მეათე ადგილზე 12.4 მილიონი უცხოელი ტურისტით შენჩჟენმა დაიკავა. ეს მსხვილი ქალაქი ჩინეთის სამხრეთით მდებარეობს და ჰონკონგს ესაზღვრება.





    11. მრავალ ტურისტს იზიდავს ტაილანდის საკურორტო ქალაქი პჰუკეტი. მას რეიტინგში მეთერთმეტე ადგილი უკავია.





    12. მეთორმეტე ადგილზეა სტამბული. თურქეთში პოლიტიკური რყევების მიუხედავად ეს ულამაზესი ქალაქი ტურისტებისთვის და საქმიანი ვიზიტორებისთვის კვლავ მიმზიდველად რჩება.





    13. ინდოეთის დედაქალაქი ნიუ დელი საისუფთავით და კომფორტით არ გამოირჩევა, თუმცა ამ ქალაქს სულ უფრო და უფრო მეტი ტურისტი სტუმრობს. 10.1 მილიონი ტურისტით ქალაქი რეიტინგში მეცამეტე ადგილზე მოხვდა და წინა წელთან შედარებით 36.4 პროცენტიანი ზრდა აჩვენა.





    14. იაპონიის დედაქალაქი გასულ წელს 9.5 მილიონმა უცხოელმა მოინახულა. ამგვარად, ტოკიო რეიტინგის მეთოთხმეტე ადგილზე აღმოჩნდა.





    15. და ბოლოს, მარადიული და საოცნებო რომი, რომელიც ათწლეულების მანძილზე ტურისტებისთვის სასურველ მიმართულებად რჩებოდა რეიტინგის მეთხუთმეტე ადგილზე აღმოჩნდა. ეურომონიტორის ინფორმაციით 2017 წელს ამ ქალაქს 9.5 მილიონი უცხოელი ესტუმრა.













Print
ბოლო სიახლეები