ლონდონის მეტროში თაგვების ჩხუბი გადაიღეს
ფოტო სახელწოდებით ,,სადგურის ჩხუბი” სემ როულიმ Nikon D500-ით გადაიღო.

მან კონკურსში ,,ველური ბუნების ფოტოგრაფია" გაიმარჯვა. კონკურში 100-ზე მეტი ქვეყნიდან 48 000 ნამუშევარი მონაწილეობდა, გამარჯვებულ თაგვების ჩხუბის ფოტოს კი 28 000-მდე ადამიანმა მისცა ხმა. ინფორმაციას Insider.com აქვეყნებს.

,,ჩემი ცხოვრებისეული ოცნება იყო ამ კონკურსში გამარჯვება სწორედ ამგვარი, ყოველდღიური ყოფის ამსახველი ფოტოთი, რომელიც ჩემს მშობლიურ ქალაქშია გადაღებული. იმედი მაქვს, ეს ხალხს აჩვენებს ყველაზე ნაცნობ, ურბანულ გარემოში ნაპოვნ მოულოდნელ დრამას",- ამბობს ფოტოს ავტორი.


Print
ბოლო სიახლეები