ჰოლივუდელი კოსმეტოლოგის ათი რჩევა: იდეალური კანი ნებისმიერ ასაკში
ჰაროლდ ლანსერის სახელს ჰოლივუდში ყველა იცნობს. ის თვლის, რომ ნებისმიერ ასაკში იდეალური კანის შენარჩუნება ძნელი არ არის. ვარსკვლავების კოსმეტოლოგს, ექიმ დერმატოლოგს და ვიქტორია ბექჰემის, კიმ კარდაშიანის, ბიონსეს და სხვა ვარსკვლავების პირად კონსულტანტს თავის მოვლის კოსმეტიკის საკუთარი ბრენდიც აქვს. წერს ბესტსელერებს კანის მოვლის ანტი ასაკობრივ სენსაციურ მეთოდებზე. მისი წყალობით ჯენიფერ ლოპესი და სკარლეტ იოჰანსონი წლიდან წლამდე უკეთესად გამოიყურებიან, ვიდრე ახალგაზრდობაში. გთავაზობთ ვარსკვლავური დერმატოლოგის ათ რჩევას – როგორ შევინარჩუნოთ სილამაზე და ახალგაზრდობა ნებისმიერ ასაკში.


ყოველდღიური პილინგი





რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ექიმი ლანსერი არ ეთანხმება კოლეგებს, რომლებიც ამტკიცებენ რომ ხშირი პილინგი აზიანებს ეპიდერმისს და კანის დამცავ შრეს ანადგურებს. პირიქით, თავის ყოველ ლექციას ის იწყებს სიტყვებით, რომ იდეალური კანისკენ მიმავალი გზა ყოველდღიური პილინგით იწყება. მისი თქმით ექსფოლიაცია და უფრო ღრმა აშრევების პროცედურები ჯანსაღი და ახალგაზრდა სახის კანის საწინდარია. მიუხედავად იმისა, რომ ამ მეთოდთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა, კოსმეტოლოგის პაციენტები ამ მეთოდით და შედეგით კმაყოფილები არიან.


60 წამის წესი



დერმატოლოგის რჩევით დამატენიანებელი კრემი კანზე დაბანიდან მალევე, ერთი წუთის განმავლობაში უნდა წაისვათ. ასეთ დროს კანსა და კრემს შორის უფრო მეტი ტენი ნარჩუნდება. წინააღმდეგ შემთხვევაში კანის ზედაპირიდან წყალი ორთქლდება და დატენიანება ნაკლებ ეფექტური იქნება.


დაივიწყეთ ღრუბელი და ბამბა


ჰაროლდ ლანსერი გვირჩევს საერთოდ არ გამოვიყენოთ სახის გასაწმენდად ბამბის ფირფიტები: ისინი უფრო მეტს შეიწოვენ, ვიდრე გასცემენ და ძვირადღირებული კოსმეტიკის არაეკონომიურ ხარჯვას იწვევენ. ჯობს სახის ტონიკით პირდაპირ ჩამოიბანოთ სახე. ტონალური კრემი კი ყოველგვარი ღრუბლების და ფუნჯების გარეშე, პირდაპირ გაინაწილეთ სახეზე თითებით.


შამპუნი სახისთვის



რა თქმა უნდა უცნაურად ჟღერს, მაგრამ ექიმმა იცის რაზეც ლაპარაკობს: სახის გაღიზიანებისგან ქერტლის შამპუნი დაგიცავთ. მის შემადგენლობაში ხომ ყოველთვის არის თუთია.
ეს  მგრძნობიარე კანის პატრონებსაც ეხება.


წყლის ტემპერატურ



მნიშვნელოვანია ოთახის ტემპერატურის წყალი დალიოთ და ამავე ტემპერატურის წყლით დაიბანოთ სახე. ასეთ შემთხვევაში კანი ნაკლებად კარგავს ტენს და აღარ გამოიყურება მოდუნებულად.


ბიუთი დეტოქსი



კვირაში ერთხელ აუცილებელია განტვირთვის დღე მოაწყოთ მაკიაჟის გარეშე, ანუ 24 საათის განმავლობაში სახეზე მაკიაჟი არ გაიკაროთ. მხოლოდ დამატენიანებელი და მკვებავი კრემი.


გაიხეხეთ კბილები საუზმემდე



ჰაროლდ ლანსერი აღნიშნავს, რომ მათი კანი ვინც ამ წესს იცავს ბევრად უკეთ გამოიყურება ვიდრე მათი, ვინც ამ წესს არ ცნობს. საქმე მარტვადაა: პირველი საკვების მიღებამდე კბილების გახეხვის შემთხვევაში არ მოგიწევთ საკვებთან ერთად იმ უამრავი ბატერიის მირთმევა, რომლებიც პირის ღრუში ღამის განმავლობაში დაგროვდა.

აკონტროლეთ მიმიკა



ექიმის თქმით ნაოჭების და ტუჩცხვირის ღარები გაჩენას ძირითადად უკონტროლო მიმიკა აპროვოცირებს. ტუჩების კვნეტა, მათი მოკუმშვის მანერა ან მაგალითად სელფისთვის პოპულარული ტუჩების წინწამოწევა – ეს ყველაფერი უარყოფითად აისახება სახის კანზე.

SPF ფაქტორი



ვარსკვლავური დერმატოლოგი გვირჩევს, დიდად ნუ გაგიტაცებთ SPF დაცვა. ანუ თუ დამატენიანებელი კრემი უკვე შეიცავს ულტრაიისფერ დაცვას, არ ღირს ტონალური კრემიც SPF დაცვით იყოს – ის კანისთვის დამატებით დატვირთვად იქცევა, რადგან უფრო მყარი ტექსტურა აქვს. იდეალურია, თუ ყოველდღიური მოხმარებისთვის კომბინირებული საშუალებების ისეთ მსუბუქ ფორმულებს გამოიყენებთ, როგორიცაა BB და CC კრემები, რომლებიც კანს ატენიანებენ კიდევაც და დაფარვასაც უზრუნველყოფენ.


ეპილაცია და პარსკვა “მშრალად“



კოსმეტოლოგი ეპილაციის წინ ალკოჰოლის მიღებას გვიკრძალავს. ერთმა ჭიქა ღვინომაც კი შესაძლოა პორცედურის ეფექტურობა შეამციროს და ტკივილის შეგრძნება გააძლიეროს. ლანსერი გვირჩევს ფეხის გაპარსვას მშრალად, თუმცა წინასწარ კანის სკრაბით დამუშავებას. ეპილაციის შემდეგ კი კანზე ზეთის ან კრემის წასმას. ამგვარად თავიდან აიცილებთ კანის გაღიზიანებას და თმის ჩაზრდას კანში.


Print
ბოლო სიახლეები
პოპულარული
Facebook
რეკლამა


რეკლამა