ლონდონში კარლ მარქსის საფლავი დააზიანეს
უცნობმა პირებმა ლონდონში, ჰაიგეითის სასაფლაოზე კარლ მარქსის სასაფლავის ქვა დააზიანეს.

“კარლ მარქსის საფლავი შეურაცხყოფილია! ის ისე გამოიყურება, თითქოს ვიღაცამ უროთი გადაუარა... საფლავის ქვას რაც შეიძლება სწრაფად მოვიყვანთ წესრიგში.“ – ნათქვამია ტვიტერზე სასაფლაოს ოფიციალურ გვერდზე.
ფონდ Friends of Highgate Cemetery –ს ხელმძღვანელმა, იენ დანგველმა გაზეთ გარდიანისთვის მიცემულ ინტერვიუში ამ ფაქტს “პოლიტიკური გამოხატვის უჩვეულო ფორმა უწოდა.“

“ჩვენი აზრით ეს იყო აქცია კარლ მარქსის წინააღმდეგ. ეს შემთხვევითობა არ არის. ფოტოზე ხედავთ, რომ თავმდამსხმელები მთელი ძალით ცდილობნენ ქვიდან კარლ მარქსის სახელის წაშლას.“ – ამბობს დანგველი.

ლონდონის პოლიციამ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და შესაბამისი პერსონების გამოკითხვის შემდეგ გამოძიების დახურვა გადაწყვიტა ახალი ინფორმაციის გამოჩენამდე.



კარლ მარქსი ჰაიგეითის სასაფლაოზე 1881 წელს დაასაფლავეს. მისი საფლავის ქვა ოფიციალურად 1956 წელს გაიხსნა. 1970 წელს ვანდალებმა თვითნაკეთი ბომბის საშუალებით მისი აფეთქება სცადეს, ქვაზე სვასტიკა დახატეს და საღებავი მიასხეს.

Print
Video ad
ბოლო სიახლეები