რა შეიძლება ჭამოთ ძილის წინ, რომ არ გასუქდეთ

 

ითვლება რომ  საღამოს ექვსი საათის შემდეგ ჭამა მავნებელია ჯანმრთელობისთვის და ფიგურისთვის. თუმცა დიეტოლოგთა ნაწილი ასე არ თვლის. მათი აზრით დაბალანსებული ვახშამი ძილამდე საათნახევრით ან ერთი საათით ადრე წონის დაკლებასაც კი უწყობს ხელს, რადგან ამის შედეგად სისხლში შაქრის დონე სტაბილიზირდება და ცხიმის დაწვაზე პასუხისმგებელი ჰორმონი გლუკაგანი ზედმეტ კილოგრამებს წარმატებით ებრძვის.



რა შეიძლება მიირთვათ გვიან საღამოს ისე, რომ გასუქების არ შეგეშინდეთ:

ბრინჯი:

ხშირად გახდომის მიზნით თეთრ ბრინჯს ყავისფერი ბრინჯით ანაცვლებენ. სულ ტყუილად. 100 გრამი მოხარშული თეთრი ბრინჯის მიღება დაძინებამდე ერთი საათით ადრე არაფერს დაგიშავებთ. ის საკმარისი რაოდენობით შეიცავს ვიტამინებს და მინერალებს. გარდა ამისა, ძილის ხარისხს აუმჯობესებს.


ტკბილეული:

თუ საღამოს ტკბილი მოგინდათ, შეგიძლიათ თაფლი, ქიშმიში, შავი ქლიავის ჩირი ან შავი შოკოლადი მიირთვათ. ისინი ბევრად მეტ ანტიოქსიდანტებს შეიცავენ, ვიდრე სხვა ტკბილი პროდუქტები.


სალა:

როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, სალა არ ასუქებს, თუ რა თქმა უნდა მას კილოგრამობით არ მიირთმევთ. სალა საერთოდ არ შეიცავს ნახშირწყლებს. სალას ერთი ნაჭერი საღამოს სასარგებლოც კი შეიძლება იყოს. ის შეიცავს დადებით ქოლესტერინს, რომელიც სისხლძარღვების სიმყარისთვის აუცილებელია.

თევზი და ზღვის პროდუქტები:

მათ  მონელებას სულ 45  წუთი ჭირდება. ღამით შეგიძლიათ ცხიმიანი თევზიც კი მიირთვათ და თან დარწმუნებული იყოთ, რომ მშვიდად  დაიძინებთ. ომეგა 3–ის ცხიმოვანი მჟავა და ვიტამინი D ხომ ძილის ხარისხს აუმჯობესებს.

მოხარშული ქათმის მკერდი ყველით:

მშვენიერი ვარიანტია გვიანი ვახშმისთვის. ყველი შეიცავს რთულ ცილას, რომელიც ადამიანს ანაყრებს, ასევე მეტაბოლიზმს აჩქარებს.


წვნიანი:

ქათმის ბულიონის პორცია ან ბოსტნეულის სუპი ორგანიზმზე დამამშვიდებელ ზეგავლენას იქონიებს. მთავარია სუპის შემადგენლობაში არ იყოს ოსპი და ლობიო, რომელთა მონელება ძნელია.
Print
ბოლო სიახლეები
Facebook
რეკლამა


რეკლამა