საქართველოს ოკუპაციაზე წინადადება მოსწავლეს მასწავლებელმა იმ მოტივით ჩაუსწორა, რომ სკოლაში პოლიტიკის ადგილი არ არის
სოცქსელის მომხმარებელი Luna sky სოციალურ ქსელში ავრცელებს საკუთარი ძმის, ალექსანდრე იაკობაძის ნაწერს, რომელმაც ინგლისურის გაკვეთილზე, მას შემდეგ, რაც მას დაავალეს, წინადადებაში სიტყვა ქვეყანა (Country) გამოუეყენებინა, დაწერა, რომ მისი ქვეყანა ოკუპირებულია რუსეთის მიერ, მასწავლებელმა კი ეს ფრაზა წაუშალა.

გთავაზობთ სტატუსს სრულად:

„ალექსანდრეს კლასში დაავალეს დაეწერა ისეთი წინადადება, სადაც ფიგურირებდა სხვადასხვა სიტყვა, მათ შორის country. ჩემმა ძმამ დაწერა, რომ მისი ქვეყანა ოკუპირებულია რუსეთის მიერ, მასწავლებელმა წაუშალა და ჩაუსწორა წინადადებით: “საქართველო მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქვეყანააა“, იმიტომ, რომ თურმე სკოლაში პოლიტიკის ადგილი არ არის.

პ.ს ჩემი ძმა იმაზეც იყო გაბრაზებული რომ საახალწლოდ უნდა იმღერონ “ერთი რუსული სიმღერა მაინც”.
Print
ბოლო სიახლეები