30 მილიონი ძაღლებს და ვისკი კუბოში– ცნობილი ადამიანების უცნაური ანდერძები
ცნობილი და შეძლებული ადამიანები ხშირად იჭერენ თადარიგს და ცდილობენ საკუთარი ქონების ბედი თუ სიკვდილსშემდგომი სურვილები წინასწარ ჩამოწერონ. გთავაზობთ რამდენიმე უცნაურ ანდერძს, რომელთა ნაწილის შესრულება პრაქტიკულად არარეალურია.

მაგალითად, ცნობილმა კომიკოსმა ჩარლი ჩაპლინმა საკუთარი ანდერძით მილიონი დოლარი დაუტოვა მას, ვინც შეძლებს პირიდან სიგარეტის კვამლით ხუთი რგოლი გამოუშვას, ამ ხუთში კი მეექვსე რგოლი გააძვრინოს. ეს ამოცანა პრაქტიკულად შეუსრულებელია და დღემდე ანდერძით დატოვებულ მილიონს პატრონი არ გამოუჩნდა.

ფრენკ სინატრამ მთელი ქონება მეოთხე და უკანასნელ ცოლს, მოდელ ბარბარა მარკსს დაუტოვა. თუმცა გარდა ამისა, მომღერლის სურვილით მას კუბოში ვისკის ბოთლი, სანთებელა და ათი ცენტი ჩააყოლეს “იმ შემთხვევისთვის, თუ უცებ დარეკვა გახდება საჭირო.“ ასეთი იყო მომღერლის ნება. მის საფლავზე კი წერია “ყველაფერი საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის.“


ალენ დელონმა, რომელიც ამჟამად 83 წლის არის გასულ წელს ფრანგული ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ უნდა ამ ქვეყნიდან საკუთარ ნაგაზთან, ლუბოსთან ერთად წავიდეს. “თუ ის ჩემზე ადრე არ მოკვდება, იმედი მაქვს სხვა ძაღლი აღარ მეყოლება. მაგრამ იმ შემთხვეაში, თუ მე მასზე ადრე მოვკვდები, ვეტერინარს ვთხოვ ძაღლი ჩემს ხელებზე დააძინოს. მირჩევნია ასე მოხდეს, ვიდრე ვიცოდე, რომ ის ჩემს საფლავზე მოკვდება დარდისგან.“– ამბობს მსახიობი. სხვათა შორის, მისი სახლის ბაღში ალენ დელონის 35 ძაღლია დამარხული. ყოველ მათგანს საკუთარი საფლავის ქვა აქვს.


ანდერძი დაწერილი აქვს 39 წლის კიმ კარდაშიანსაც. ქონება ჯერ არ გაუნაწილებია, თუმცა დაკრძალვისას საკუთარ ვიზუალურ მხარეზე უკვე იზრუნა. მან დეტალურად აღწერა, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს კუბოში: ვარცხნილობა, მაკიაჟი, ტანსაცმელი, ფრჩხილის ლაქის ფერი – ყველაფერი გაწერილია. “ხომ შეიძლება ისეთ დღეში აღმოვჩნდე სიკვდილის წინ, რომ ლაპარაკიც ვერ შევძლო და ჩემი სურვილები ვერ ვთქვა? მინდა რომ უნაკლო მაკიაჟი მქონდეს კუბოში, ისევე როგორც ვარცხნილობა და მანიკური. მინდა იდეალურად გამოვიყურებოდე.“– ამბობს კიმი.



ცნობილი ტელეწამყვანი, ოფრა უინფრი ძაღლების დიდი მოყვარულია. ამიტომაც გადაწყვიტა რომ მისი ქონების ნახევარს საქველმოქმედო ფონდები მიიღებენ, მეორე ნახევარი კი მის ცხოველებს დარჩებათ. ამჟამად ოფრას ოთხი ძაღლი ჰყავს. საყვარელი პატრონის სიკვდილის შემთხვევაში მათ 30 მილიონი დოლარი შეხვდებათ.


მისი ქონების დიდი ნაწილი, 16 მილიონი ფუნტი სტერლინგი ალექსანდრ მაკქუინმა ქველმოქმედებისთვის გაიღო. მისმა სამმა დამ და ორმა ძმამ, თითომ 250 ათასი ფუნტი მიიღო, ნათლულმა და ნათესავებმა კი თითომ 50 ათასი ფუნტი. ამდენივე ერგოთ მის ორ თანაშემწეს – მარლენს და სიზარიუ გარსიას, რომლებიც დიდიხანს მუშაობდნენ დიზაინერთან. გარდა ამისა, დიზაინერმა ამდენივე დაუტოვა მის სამ ძაღლს. მაკქუინის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში ნათქვამია, რომ მას უნდა მისი ძაღლები სიცოცხლის ბოლომდე იყვნენ უზრუნველყოფილნი.


მერლინ მონრომ, რომელიც 1962 წელს გარდაიცვალა პრაქტიკულად მთელი ქონება ქვედა საცვლების ჩათვლით სამსახიობო ოსტატობის მასწავლებელს, ლი სტრასბერგს დაუტოვა. მასთან ინახებოდა მერლინის პირადი ნივთები 1982 წლამდე, სანამ მსახიობი თავად არ გადაიცვალა. მისი სიკვდილის შემდეგ მისმა ცოლმა მონროს ნივთები აუქციონზე გაყიდა და მინიმუმ 20 მილიონი დოლარი მიიღო.







Print
ბოლო სიახლეები