ფინეთის სანაპირო ყინულის კვერცხებით დაიფარა
ფინეთის სანაპირო რაიონების მაცხოვრებლები ბუნების იშვიათი მოვლენის მომსწრენი გახდნენ – ბოტნიკის ყურეში სანაპირო კვერცხის ფორმის ყინულის გუნდებით დაიფარა.

პლაჟებზე ზღვამ ათასობით ყინულის კვერცხი გამორიყა. გლაციოლოგების განმარტებით ყინულის კვერცხების გაჩენა ძალიან იშვიათი მოვლენაა, რომელიც კლიმატურ პირობებს უკავშირდება. მათი ფორმირებისთვის აუცილებელია გარკვეული სიჩქარისა და მიმართულების ქარის, წყლის და ჰაერის გარკვეული ტემპერატურის თანხვდომა და პლაჟზე ქვიშის არსებობა.

ცივი ტალღების ქვიშის პლაჟზე მოხვედრისას წყალი ქვიშას ბურთულებად აქცევს და ამავე დროს მომენტალურად იყინება, რის შედეგადაც ყინულის ბურთულები წარმოიქმნება.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ასეთი მოვლენა აქამდე არასოდეს უნახავთ. ყინულის კვერცების ზომა განსხვავებულია. ყველაზე პატარა ქათმის კვერცხის ზომის არის, თუმცა ზოგი მათგანი ფეხბურთის ბურთის ზომისაა.

ექსპერტების თქმით ასეთი ყინულის ბურთების ფორმირებისთვის აუცილებელია ტემპერატურა ნულ გრადუსს უტოლდებოდეს. თუმცა გადამწყვეტი როლი ამ მოვლენაში ქარსაც ენიჭება.

Print
ბოლო სიახლეები