ვიეტნამელი მოდელი,პორტუგალიელი ბლოგერი, უკრაინელი იუთუბერი...21 ფეისბუქ ტროლი აქციების წინააღმდეგ და “ქართული ოცნების” დასაცავად
მითების დეტექტორმა სახელისუფლო ფეისბუქ ტროლების შესახებ მორიგი კვლევა ჩაატარა და 21 ტროლი გამოავლინა, რომლებიც საპროტესტო აქციების დისკრედიტაციას ცდილობენ:

“14 ნოემბერს საქართველოს პარლამენტში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩავარდნას რუსთაველის გამზირზე ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა. აქციის მონაწილეები ოპოზიციურ პარტიებთან ერთად საარჩევნო სისტემის ე.წ. “გერმანულ მოდელით” შეცვლას ითხოვენ. 18 ნოემბერს საქართველოს ხელისუფლებამ პარლამენტის წინ გამართული მშვიდობიანი საპროტესტო აქცია სპეციალური დანიშნულების რაზმისა და ძალის გამოყენებით დაშალა. დემონსტრაცია პარლამენტის წინ 25 ნოემბერს განახლდა, ხოლო 26 ნოემბერს, გამთენიისას, პოლიციამ წყლის ჭავლის გამოყენებით შეკრებილი მოქალაქეები კვლავ დაშალა. 

საპროტესტო აქციების პარალელურად, ფეისბუკში კვლავ გამოჩდნენ სახელისუფლებო ტროლები, რომლებიც აქციების მონაწილეების დისკრედიტაციას ახდენდნენ და ხელისუფლების მიმართ მხარდაჭერას გამოხატავდნენ. “მითების დეტექტორმა” გამოავლინა ასეთი 21 ტროლი, რომელიც სხვადსხვა სოციალულ ქსელებში დარეგისტრირებული მომხმარებლების იდენტობებს იპარავენ.
გამოვლენილი 21 ტროლიდან 5 მართავს ერთი და იმავე სპამ ჯგუფებს, სადაც ისინი აქციის მადისკრედიტირებელი შინაარსის პოსტებს აზიარებდნენ. ამ ჯგუფების 5 ადმინისტრატორიდან 2 დეაქტივირებულია. პოსტების ჯგუფებში გაზიარების სქემა ტროლების კოორდინირებულ მოქმედებაზე მიუთითებს. ეს ჯგუფებია უნივერსალური, უფალო შეგვიწყალენ, საინტერესო, პოსტალიონი, ბიძინა ივანიშვილი ჩემი თანამოქალაქეა.

ჯგუფები და მათი ადმინისტრატორები






აქციის დისკრედიტაციასთან ერთად აღნიშნული ტროლები ხელისუფლების მხარდამჭერ გზავნილებსაც ავრცელებდნენ. ერთი მხრივ, ამართლებდნენ პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩავარდნასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აქციების ძალის გამოყენებით დაშლას, ასევე ახდნენდნენ პოლიტიკური ოპოზიციის დისკრედიტაციას. ტროლები აზიარებდნენ დიმიტრი ხუნდაძისა და გიორგი ვოლსკის პოსტებს საპროტესტო აქციისა და კანონპროექტის ჩავარდნის შესახებ. პარალელურად ისინი ცდილობენ აქციების დისკრედიტაციას და დარბევის გამართლებას.















გამოვლენილი ტროლების უმეტესობა ფეისბუკზე 2019 წელს დარეგისტრირდა, რაზეც მათი ფეისბუკში პირველი აქტივობა, ძირითადად, პროფილის ფოტოს ატვირთვა მიუთითებს. გამოვლენინლი 21 ტროლიდან უმეტესობა (12) 2019 წლის 20/21 ივნისის ღამის შემდეგ დარეგისტრირდა.

უფრო ვრცლად ტროლების გვერდების, მათი ფოტოების, სტატუსების და აქტივობის სანახავად გადადით დეტექტორის გვერდზე.
Print
ბოლო სიახლეები