“შორიდან ჩვენი შვილები პრივილეგირებულები ჩანან“– ნანუკა ჟორჟოლიანი
ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქზე წერს, რომ ე.წ. ცნობილი მშობლების შვილების პრივილეგიებს მეორე, ცუდი მხარეც აქვს:

“ჩემი წუხილიც უნდა დავწერო ერთ თემაზე.

მესმის, რომ შორიდან ჩვენი შვილები პრივილეგირებულები ჩანან. კარგი განათლება, შანსი სხვა ქვეყანაში ისწავლონ, ობიექტურს ხდის თქვენს შეფასებას, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ პრივილეგიების მეორე მხარეს ბავშვობიდან მათი მუდმივი ბულინგიც.

მუდამ თითის გაშვერა როგორ იქცევიან, სტატიების წერა. არათუ მშობლის, არამეს მშობლის პირად არჩევანზეც კი მათთვის პასუხის მოთხოვნა. თანატოლების გარჩევები, რომლებსაც ოჯახებში ესმოდათ ხშირად გამოგონილი ამბები გავლენიან გვარებზე. დამიჯერეთ ამ ტრამვებს ვერ აბალანსებს ვერც უცხოეთში მიღებული განათლება და ვერც , ერთი კაბით მეტი. და, დამიჯერეთ, ბავშვობაში მიღებული ეს ტრამვები იმდენად რთულია რომ ფსიქოლოგების დახმარება გარდატეხის ასაკში აუცილებელი ხდება.

და ყველაზე მთავარი პრობლემა, რაც არ უნდა იშრომონ, ისწავლონ ამ ბავშვებმა მუდმივად ეჭვქვეშ დგება მათი წარმატება. სწორედ ამ “პრივილეგიების” გამო“– წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
Print
ბოლო სიახლეები