ნახეთ როგორ გამოიყურება ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალი
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით დასრულდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის ფასადისა და შიდა ტიხრების მოწყობის ძირითადი სამუშაოები.

“დასრულებულია სახურავის მოწყობა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მისი სრულიად უნიკალური ე.წ. მწვანე გადახურვის სამუშაოები და ეწყობა ღია ვერანდა.

პარალელურად მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოების მესამე ეტაპი. რაც საინჟინრო-კომუნიკაციების მოწყობას გულისხმობს. რის შემდეგაც ტერმინალი სპეციალური დანადგარებითა და გათბობა-გაგრილების სისტემით აღიჭურვება.

უახლოეს მომავალში დაიწყება შიდა სარემონტო სამუშაოები და გარე ლანდშაფტის მოწყობა.

ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობის დასრულების შემდეგ აეროპორტს 7 გასასვლელი (ე.წ. Gate) ექნება და საათში 1200 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს და აეროპორტის გამტარუნარიანობა 4 ჯერ გაიზრდება.“–ნათქვამია გაერთიანების ინფორმაციაში. ვრცელდება მიმდინარე სამუშაოების და ამჟამად არსებული მდგომარეობის ფოტოებიც.

Print
ბოლო სიახლეები