ცნობილმა პორნოსაიტმა მეგან მარკლს სამსახური შესთავაზა

პორნოსაიტმა YouPorn პრინცი ჰარის მეუღლეს, მეგან მარკლს ეროტიკული კონტენტის ინდუსტრიაში მუშაობა შესთავაზა. გამოცემა Metro–ს საიტზე გამოქვეყნებულია კომპანიის ვიცე პრეზიდენტის, ჩარლი ჰიუზის მიმართვა:

“ჩვენს საქმის კურსში ვართ, რომ თქვენ გაქვთ ბევრი საინტერესო და ღირსეული წინადადება, თუმცა ჩვენ გთავაზობთ კომპანიის განსაკუთრებული ინიციატივების დირექტორის თანამდებობას, რათა youporn–ის საქველმოქმედო საქმიანობა“– ნათქვამია განცხადებაში.

ჰიუზის აზრით, მარკი ამ პოზიციაზე შესანიშნავი თანამშრომელი იქნება, რადგან მან შეძლო კრეატიული გადაწყვეტის მოძებნა იმ გარემოშიც კი, სადაც მოძველებული წესები და აზროვნების ძველმოდური წესი მეფობს. ჰიუზი სამეფო ოჯახთან მეგანის ურთიერთობაზე მიანიშნებს.

“სწორედ ამიტომ თქვენ ზუსტად შეეფერებით ამ თანამდებობას“– ხაზს უსვამს კომპანიის ვიცე პრეზიდენტი. მას სურს მარკლმა მთელი კომპანიის საქველმოქმედო აქციების სტრატეგია შეიმუშაოს. წერილში მას პირდაპირ არ მიუთითებია ჰონორარის ოდენობა და სამუშაო პირობები, თუმცა გამოთქვა იმედი, რომ სასექსის ჰერცოგის მეუღლისგან პასუხს მიიღებს.


შეგახსენებთ, რომ პრინცმა ჰარიმ და მისმა მეუღლემ, მეგანმა ათი დღის წინ უარი თქვეს სამეფო ოჯახის პრივილეგიებზე, სტატუსზე და განაცხადეს, რომ უნდათ ჩვეულებრივი მოქალაქეების სტატუსით იცხოვრონ და ფინანსურად დამოუკიდებლები გახდნენ.

Print
ბოლო სიახლეები