“ოლიგარქს სამი ფაქტორი აშინებს“–ლაშა ბუღაძე ივანიშვილზე
ევროპული საქართველოს ლიდერის, გიგი უგულავას დაპატიმრებას პოლიტიკოსების გარდა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები აფასებენ. მწერალი ლაშა ბუღაძე ფეისბუქზე წერს:

“ოლიგარქს სამი ფაქტორი აშინებს (არ ვიცი, რომელი უფრო მეტად ან ნაკლებად): ბევრი ხალხი დემონსტრაციებზე, დასავლეთის სანქციები პირადად მის მიმართ (მოლდოველი ოლიგარქ-ტყუპისცალის მსგავსად) და პუტინი. ცხადია, ეს უკანასკნელი ქართველი ერის მოკავშირედ ვერ გამოდგება. მაგრამ შესაძლოა ქართველი ერი აღმოჩნდეს მისი მოკავშირე - თავისი პასიურობით და დაბეჩავებულ-მოჩლუნგებული სამოქალაქო ინსტინქტებით, თუკი მდუმარედ და ბრიყვული გულგრილობით შეხვდება ოლიგარქ-მაფიოზის მიერ დაკანონებულ უსამართლობას. სანქციებს ჩვენ ვერ დავუწესებთ - ამას სხვები და სხვაგან უზრუნველყოფენ, მაგრამ სხვები და სხვაგან ნამდვილად არ გააკეთებენ იმას, რაც მხოლოდ ჩვენი, მოქალაქეების გასაკეთებელია...“
Print
ბოლო სიახლეები