"უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში უკვე მესამედ გიწევთ აუტანელი სტრესის გადატანა"-ლელა კილაძე უგულავას შვილებს მიმართავს
ლელა კილაძე სოციალურ ქსელში ყოფილი მეოღლის გიგი უგულავას დაკავებას ეხმაურება და უგულავას უფროს ქალიშვილს მიმართავს.

"ტასო,
ჩემო ტკბილო, ვერ შევძელი ვერც შენთან, და ვერც სანდროსთან საუბარი. მართლა არ ვიცი რა გითხრათ. უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში უკვე მესამედ გიწევთ აუტანელი სტრესის გადატანა, განსაკუთრებით იმ ასაკში, როდესაც ყველაზე მეტად გჭირდებათ რომ გიგი გყავდეთ გვერდით. თან არცერთი ხართ თბილისში, შენ ამასაც გაუძლებ, რადგან მჯერა რომ იმაზე ძლიერი ხარ ვიდრე ჩვენ გვგონია. მიყვარხარ"-წერს კილაძე.
Print
ბოლო სიახლეები