ევროპარლამენტში დამლაგებლები,დაცვა და ბარმენი ლუდვიგა დარჩა, ვისაც არ ვუგინებივართ– გიორგი ფოფხაძე
საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი, რადიო ფრანსის კორესპონდენტი გიორგი ფოფხაძე ფეისბუქ სტატუსს უძღვნის ევროპარლამენტარების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ წამოსულ კრიტიკას გიგი უგულავას დაპატიმრებასთან დაკავშირებით.

“ესე იგი სტრასბურგში ტარდებოდა ერთი ჩვეულებრივი, 750 ევროდეპუტატიდან მხოლოდ 8 დეპუტატისთვის საინტერესო "ასოცირების კომიტეტის" სხდომა, რომელიც ისე ჩაივლიდა რომ, კააციშვილი ვერ გაიგებდა მის შესახვებ ვერაფერს, იმ 8 ევროდეპუტატიდან, 4 გაგვლანძღავდა, 3 ნეიტრალიტეტს გამოაცხადებდა და ერთი ლატვიელი ქოცებს შეაქებდა მარააა როგორც ყოველთვის ქოცები აბა რისი ქოცები არიან თუ ამ უჭრიჭინო საქმიდან ისრეთ საჭრიჭონოს არ "გამოძერწავდნენ" რომ, მარტო "ცალკეული დეპუტატები" (როგორც ქოც მჭერმეტველ ციცერონებს უყვართ ხოლმე თქმა) კი არა ევროპარლამეტის პოლიტიკური ჯგუფები და ფრაქციები გვაგინებდნენ ჯგუფურად, ხელაპყრობილი და მოთქმით .. მალადეც ქოცებო თქვენ, აი და მალადეც.

PS ბიჯოო ბოლო ბოლო 15 თებერვალს დაგეჭირათ ეგ უგულავა, გიშლიდათ ვინმეე?–“წერს გიორგი ფოფხაძე სტატუსში და თემას კომენტარებში აგრძელებს. 


“იდიოტები არ არიან ახლა ესენი? ჯერ გიგულავა დაიჭირეს და მერე მთელი საქოცეთი ჩაჯოგდა, ევროპარლამეტარებს "ნამდვილი და ჭეშმარიტი" ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ.. ჰეე მიაწოდეს კიი, ევროპარლამეტში და ევროკომისიაში დამლაგებელები და დავცის სასტავი დარჩა მარტო ამ ორი დღის განმავლობაში ვისაც არ ვუგინებივართ.. ხოო კაფე "მიკი მაუსის" ბარმენი ლუდვიგა კიდე...“– წერს გიორგი ფოფხაძე.
Print
ბოლო სიახლეები