“სამჯერ დაწყევლით იმ დღეს, როცა პროპორციული ჩააგდეთ“–თამარ ჩერგოლეიშვილი საერთაშორისო ზეწოლაზე
ტაბულას დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოს ხელისუფლების მიმართ განხორციელებულ საერთაშორისო ზეწოლას ფეისბუქ პოსტით ეხმაურება და წერს, რომ ჯერ ყველაფერი წინაა:

“აი ხომ გგონიათ რომ ამაზე მძიმე საერთაშორისო წნეხი ძნელი წარმოსადგენია?

სინამდვილეში, ჯერ ყველაფერი წინაა.

დაწყევლით იმ დღეს გავრილოვი რომ ქვეყანაში შემოუშვით.

სამჯერ დაწყევლით იმ დღეს, როცა პროპორციული ჩააგდეთ.

ივანიშვილი გაგიჟდა!

მას ქვეყანაც და პარტიაც საკუთარი თავი ჰგონია და საკუთარი რისკით შედის all in-ს (ყველაფერს, თქვენიანად)! ბლეფობს!

ყოფა ეტირება და თქვენც ყოფას გიტირებთ.

აღარ არის რაციონალური. გაგიჟდა!“– წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

Print
ბოლო სიახლეები