სამეფო კარის თამაშების ვარსკვლავი გათხოვდა. ვიდეო ცერემონიალიდან
საკულტო სერიალ „სამეფო კარის თამაშებში“ სანსა სტარკის როლის შემსრულებელი, 23 წლის მსახიობი სოფი ტერნერი 29 წლის მომღერალ ჯო ჯონასზე გათხოვდა.
ვარსკვლავებმა სპონტანური ქორწილი Billboard Music Awards–ის ცერემონიალის შემდეგ გადაწყვიტეს, რომელზეც სოფიმ ერთ–ერთი გამარჯვებული დააჯილდოვა, ჯო კი თავის ძმებთან, ნიკთან და კევინთან ერთად გამოდიოდა.
ერთ დროს პოპულარული ჯგუფი Jonas Brothers 2013 წელს დაიშალა, მაგრამ ძმები ხანდახან ისევ იკრიბებიან და ერთად მუშაობენ.

ტერნერი და ჯონასი ლას ვეგასში დაქორწინდა. პატარძალს თეთრი კომბინიზონი ეცვა და კლასიკური ფატა ეკეთა. საქმროს კი ნაცრისფერი კოსტუმი ეცვა. ცერემონია ელვის პრესლის იმიტატორ მსახიობს მიჰყავდა. პატარძლის მეჯვარე ინდოელი მსახიობი პრიანკა ჩოპრა იყო, რომელიც ნიკ ჯონასის ძმის ცოლია.

ცერემონიალის დასრულების შემდეგ ახალგაზრდებმა ვარდისფერ კადილაკში ფოტო გადაიღეს, შემდეგ კი საქორწილო სამოსით სასტუმროს აუზში გადახტნენ.

ქორწინების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ამერიკელმა დიჯეი დიპლომ ინსტაგრამზე მისი ამსახველი ვიდეო დადო.

წყვილის ურთიერთობის შესახებ 2016 წლის ნოემბერში გახდა ცნობილი. მანამდე მუსიკოსს რომანი ჰქონდა მომღერალ დემი ლოვატოსთან და მოდელ ჯიჯი ჰადიდთან. სოფი კი გიტარისტ ჯეიმს მაკვეის და ინგლისელ მორაგბეს, დენი კიპრიანის ხვდებოდა.
Print
ბოლო სიახლეები