ბავშვის დაბადების შემდეგ მეგან მარკლი დიდი ბრიტანეთიდან აშშ–ში გადასვლას აპირებს
მეგან მარკლი და პრინცი ჰარი დიდი ბრიტანეთიდან აშშ–ში წასვლას აპირებენ. კალიფორნიაში უძრავი ქონების შეძენის გადაწყვეტილება წყვილმა ბავშვის დაბადების შემდეგ მიიღო.

მათ ლოს–ანჟელესში შესაფერისი სახლის შერჩევა დაიწყეს. სწორედ ამ ქალაქში გაიზარდა მეგანი. სასექსის ჰერცოგის მეუღლე ამბობს, რომ მოსწონს კალიფორნიის კლიმატი და ცხოვრების წესი.

„საბოლოო ჯამში, ის კალიფორნიელი გოგოა და აქ უკეთ გრძნობს თავს. ჰოლივუდი მას გენებში აქვს. სწორედ აქ უნდოდა ყოველთვის დაფუძნება„ წერს გამოცემა The Sun ყოფილი მსახიობის მეგობრის კომენტარს.

მეგანი და ჰარი ვარაუდობენ, რომ კაილფორნიაში თავს უფრო თავისუფლად იგრძნობენ სამეფო სახლისგან და ბრიტანული მედიის ყურადღებისგან. “აქ ჩამოსვლა მას მეტ თავისუფლებას მისცემს სასახლის კარისგან და პრესისგან. ის დიდ ბრიტანეთში ჰერცოგია, თუმცა ლოს–ანჟელესში შეუძლია დედოფალი იყოს“ – ამბობს მეგანის მეგობარი.

გადასვლის ერთ–ერთი მიზეზი მეგანის დედის ფაქტორია. 63 წლის დორი რეგლანდი მუდმივად ლოს–ანჟელესში ცხოვრობს. ის სოციალური მუშაკი და იოგას ინსტრუქტორია. ცოტა ხნის წინ დორი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა, რომ შვილიშვილის დაბადებას დასწრებოდა. ბრიტანეთის სამეფო ოჯახში ვარაუდობენ, რომ სწორედ დედასთან ურთიერთობამ გადააწყვეტინა მეგანს ამერიკაში გადასვლა.

ბავშვის დაბადებამდე სამეფო ოჯახის წყვილი ამბობდა, რომ ბავშვის დაბადების შემდეგ აფრიკაში გადასვლას გეგმავდნენ, სადაც საქველმოქმედო საქმიანობით და ბრიტანეთის პოპულარიზაციით დაკავდებოდნენ. თუმცა გადაწყვეტილება ბავშვის დაბადების შემდეგ შეიცვალა.

Print
ბოლო სიახლეები