ოთო ნემსაძე ევროვიზიის ფინალში ვერ გადავიდა
თელ–ავივში დღეს ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პირველი ნახევარფინალური შოუ გაიმართა. ოთო ნემსაძე ევროვიზიის მაყურებლის წინაშე  მეთერთმეტე ნომრად გამოვიდა და სიმღერა – „სულ წინ იარე“ შეასრულა. თუმცა მან მაყურებლის და ჟიურის მხარდაჭერა ვერ მოიპოვა და ფინალში ვერ გადავიდა.

მეორე ნახევარფინალური შოუ 16 მაისს გაიმართება. ფინალური კონკურსი კი 18 მაისს.

ოთო ნემსაძის გამოსვლის სასცენო დადგმაზე საქართველოს პირველი არხის რეჟისორმა, ირაკლი გოქაძემ და გრაფიკოსმა, ლევან ლორთქიფანიძემ იმუშავეს.

ოთო ნემსაძე ევროვიზიაზე პირველი არხის პროექტ “საქართველოს ვარსკვლავში“ გამარჯვების შედეგად მოხვდა. პროექტი ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენლის გამოსავლენად ჩატარდა.
Print
ბოლო სიახლეები