იმედის ჟურნალისტს ინტერვიუს დროს ხელი სთხოვეს (ვიდეო)
ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტს ინტერვიუს დროს ხელი სთხოვეს. ამის შესახებ “იმედის”კორესპონდენტი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ გადაღებაზე სამეგობრო დახვდა და შეყვარებულმა ხელი სთხოვა.

“როცა პროდუსერი გირეკავს წინა დღით, რომ 11 – ზე ჩართვისთვის უნდა მოემზადო, გადაღებაზე მთელი სამეგობრო გხვდება და ჩართვის ნაცვლად ხელს გთხოვენ.

ისე მაგრად გამიჩალიჩეთ, კიდე მინდა. მადლობა ჩემო ბრილიანტო და ყველას, ვინც ამ სიფარფატეში იყავით ჩართული”, – წერს ხათუნა მაისურაძე სოციალურ ქსელში.  

Print
ბოლო სიახლეები