"მარტო ე.წ. გაბუნიას შიშები არ გვეხსნება რუსეთზე“–ნიკა გვარამია
ტელეკომპანია "რუსთავი2"-ს ყოფილი გენერური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში რუსეთის მიერ საქართველოსთვის მოყენებულ ტრამვებზე საუბრობს.

"მოკლედ, ქართველ ერს არ აქვს მხოლოდ 90-იანი წლების და 2008 ომების ტრავმები. მარტო ე.წ. გაბუნიას შიშები არ გვეხსნება რუსეთზე. ჩვენში ბევრად ღრმად, ბევრად გრილად, მაგრამ ბევრად ხანგრძლივად და ქვეცნობიერის მმართველად ზის 1921ის ტრავმა. 1921ის, როცა დასავლეთის დუმილის ფონზე (ან უფრო ხელშეწყობით), რუსეთმა წაგვართვა პირველი რესპუბლიკა - მართლა გამორჩეულად ევროპული და არარუსული, დაგვახია თავზე პირველი კონსტიტუცია და ქვეყნიდან გააქცია ერის განათლებული და წარმატებული ნაწილი.

აი, ეს ტრავმაც გვაქვს ჩვენ და ის ბევრად მძიმეა, რადგან ადამიანურ მსხვერპლთან ერთად, სახელმწიფოებრიობაც ვიმსხვერპლეთ.

1921ის რუსული ტრავმა გახსნილია დ სისხლი სდის.

მოვისმინოთ დუმილი. გვირჩევნია ხმაური."-წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში
Print
ბოლო სიახლეები
პოპულარული
Facebook