Rick And Morty-ს და The Simpsons-ის პროდიუსერი მაიკლ მენდელი გარდაიცვალა
ანიმაციის პროდიუსერი მაიკლ მენდელი, რომელმაც "ემის" 4 ჯილდო მოიგო, 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. მენდელის მეუღლის განცხადებით მაიკლი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.

მაიკლ მენდელი ამერიკული სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის, ანიმაციური სერიალის Rick And Morty-ს და ასევე მსოფლიოში პოპულარული ანიმაციური სერიალის The Simpsons-ის პროდიუსერი იყო.

ცნობილი ანიმაციის პრემიერა პირველად 2013 წლის 2 დეკემბერს გაიმართა და კრიტიკოსების მოწონება თავიდანვე დაიმსახურა.

მაიკლ მენდელს Emmy-ს 4 ჯილდო აქვს მიღებული.
Print
ბოლო სიახლეები