“სხვადასხვა ფეხსაცმელს იცმევს, პიჯაკებს იდაყვებზე გლეჯს“– თამარ ჩერგოლეიშვილი გიგა ბოკერიას შესახებ

ტაბულას დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი მისი მეუღლის, ევროპული საქართველოს ერთ–ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას საყოფაცხოვრებო ჩვევების შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

“სხვადასხვა ფეხსაცმელს რომ იცმევს, არ მენაღვლება – თავიდანვე ჩავიჭირე მისი მიდრეკილება და თითქმის ერთნაირებს ვყიდულობ.

იმდენი საზრუნავი აქვს მოსიარულე გენიოსს, ფეხსაცმელი რა მოსატანია.
რაღაცნაირად რომ ახერხებს და სულ ახალთახალ პიჯაკებს იდაყვებზე გლეჯს, მაგასაც არაუშავს – “ვლატკავ” და იაროს მასე.
მაგრამ აი დიასახლისის ტელეფონს რომ დაავლებს ხოლმე ხელს და მიდის პარლამენტში, მაგ დროს ვიძაბები.დადის ახლა ნინო და ეძებს მოწყენილი თავის ტელეფონს.
P.S. სხვათაშორის, ერთხელ ბაპტისტი ეპისკოპოსის ვაჟის პალტოთი მოვიდა. ერთხელ კი მოლდოვაში ჩავიდა ევროკომისრის 27 წლის თანაშემწე ქალის ჩემოდნით – ჩემსას გავდაო, ისიც შავი იყოო.