რუსეთმა Facebook-ისა და Twitter-ის წინააღმდეგ საქმე აღძრა
რუსეთის სატელეკომუნიკაციო მარეგულირებელმა „როსკომნადზორმა“ Facebook-ისა და Twitter-ის წინააღმდეგ საქმე აღძრა. ''როსკომნადზორი'' მათ ადგილობრივი კანონმდებლობის დარღვევაში ადანაშაულებს. ამის შესახებ CNBC წერს.

როგორც ცნობილია, ვერც Facebook-მა და ვერც Twitter-მა ვერ განმარტა რამდენად აკმაყოფილებენ ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებს იმასთან დაკავშირებით, რომ რუსი მომხმარებლების შესახებ პერსონალური მონაცემები მხოლოდ რუსეთში განთავსებულ სერვერებზე უნდა ინახებოდეს.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რუსეთში ინტერნეტის მარეგულირებელი კანონმდებლობა გამკაცრდა. დაწესდა ცენზურა საძიებო სისტემაზე, კონკრეტულად კი ძიების შედეგებზე. ასევე სოციალურ მედიებს მოსთხოვეს, რომ რუსი მომხმარებლების პირადი მონაცემები მხოლოდ რუსეთში მდებარე სერვერებზე განეთავსებინათ.
Print
Video ad
ბოლო სიახლეები