BOEING საჰაერო ტაქსების წარმოებას იწყებს
ყველაზე დიდმა ავიაკომპანია BOEING-მა დაადასტურა, რომ სამშაბათს პირველად გაეშვა პირველი საჰაერო ტაქსი ვაშინგტონთან ახლოს მდებარე აეროპორტში.

ფრენა დაახლოებით ერთ წუთს გაგრძელდა და მას სატესტო ფუნქცია ჰქონდა. ვერტმფრენი მხოლოდ ასაფრენი ბილიკის თავზე მოძრაობდა და მალევე დაეშვა. კომპანიის წარმომადგენლები არ ამხელენ თუ რა სიმაღლეზე იმყოფებოდა მათი ვერტმფრენი.

ვერტმფრენი სიგრძეში დაახლოებით 9 მეტრია, ხოლო სიგანეში 8. დეველოპერების თქმით, იგი უპილოტო იქნება და შეძლებს მგზავრების ერთი წერტილიდან მეორეში სწრაფად და უსაფრთხოდ გადაყვანას. მისი მაქსიმალური სიჩქარე 80კმ/სთ იქნება. მათი თქმით, ეს იქნება საავტომობილო საცობებისგან თავის დაღწევის ყველაზე ეფექტური გზა.
Print
Video ad
ბოლო სიახლეები