ფეისბუქი უფრო დაცული გახდება– მარკ ცუკერბერგი
ფეისბუქის ხელმძღვანელი, მარკ ცუკერბერგი აცხადებს, რომ კომპანია უახლოესი ორი წლის მანძილზე აქცენტს მომხმარებლის უსაფრთხოებაზე გააკეთებს და მათ უფრო სანდრო დაცვას შესთავაზებს, მათ შორის დაშიფრული მესიჯებით მიმოწერის შესაძლებლობას.

მისი თქმით კომპანია არ აპირებს მომხმარებლების შესახებ ინფორმაცია შეინახოს იმ სახელმწიფოებში, სადაც ადამიანის უფლებები დაცული არ არის და მზად იქნება ამ ქვეყნებში ინფორმაციის დაბლოკვისთვის. “ ჩვენი მომხმარებელი უნდა ელოდეს, რომ მონაცემების დაცვის მიზნით არ შევქმნით დატა ცენტრებს და არ შევინახავთ მნიშვნელოვან ინფორმაციას ქვეყნებში, რომლებსაც ადამიანის უფლებების საკითხში არასანდო იმიჯი აქვთ, ისეთი უფლებებისა, როგორებიც არის პირადი ცხოვრების და გამოხატვის თავისუფლების უფლება.

ამ პრინციპის დაცვა იმას ნიშნავს, რომ ჩვენი სერვისები დაიბლოკება ზოგიერთ ქვეყანაში ან ჩვენ ვერ შევძლებთ მუშაობის დაწყებას ამ სახელმწიფოებში. ჩვენ ამისთვის მზად ვართ“– წერს ცუკერბერგი თავის ბლოგში, რომელიც ფეისბუქის განვითარების გეგმებს მიეძღვნა. ცუკერბერგმა განაცხადა, რომ დაშიფრული მესიჯების გადაცემის სისტემის შესაქმნელად მუშაობა უკვე დაწყებულია და 2019 წლის განმავლობაში გაგრძელდება. მისი თქმით, კომპანია აპირებს ორმხრივი დაშიფვრის შემოღებას პირადი გზავნილებისთვის მისი ყველა პლატფორმის, მათ შორის WhatsApp – ის და ინსტაგრამის მესენჯერებში.

“ფეისბუქი და ინსტაგრამი დაეხმარა ადამიანებს მეგობრებთან და საერთო ინტერესების მქონე საზოგადოებასთან ქალაქის მოედნის ციფრული ანალოგი შეექმნათ. მაგრამ ადამიანებს სულ უფრო ხშირად უნდათ უფრო პრივატული ურთიერთობა ქონდეთ ამ ციფრულ ანალოგში. – წერს ცუკერბერგი.“
ის აღიარებს, რომ ფეისბუქს პირადი მონაცემების დაცვის თვალსაზრისით არცთუ იდეალური რეპუტაცია აქვს , მომხმარებელთა პირადი ინფორმაციის გაჟონვის შემთხვევებიდან გამომდინარე, რომლებმაც კომპანიის გარშემო სკანდალების სერია გამოიწვია.



Print
ბოლო სიახლეები