iPhone–ის გაყიდვები მკვეთრად დაეცა
iPhone–ის სმარტფონების გაყიდვა 2019 წლის პირველ სამ თვეში მკვეთრად დაეცა. ასეთი მკვეთრი ვარდნა კომპანია Apple–ს ისტორიაში ჯერ არ ყოფილა. კომპანიის ინფორმაციით “აიფონების“ გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 17%–ით შემცირდა და 31 მილიარდი დოლარი შეადგინა.

თუმცა კომპანია Apple–ს ხელმძღვანელი, ტიმ კუკი ამბობს, რომ მარტის ბოლოს აიფონის გაყიდვებმა ზრდა დაიწყო, კონკრეტულად კი ჩინეთში, სადაც კომპანიამ მომხმარებლის მისაზიდად ფასები დაწია.

Apple კლებას არ უშინდება და მეორე კვარტალში გაყიდვების გაზრდას პროგნოზირებს. კომპანია გაყიდვების კლებას წლის დასაწყისშივე ვარაუდობდა. განსაკუთრებით ჩინეთში, სადაც მას სერიოზული კონკურენტები ყავს Huawei Technologies–ს და Xiaomi–ს სახით.

თუმცა ტიმ კუკის თქმით, ჩინეთში ფასების დაწევამ, ამ ქვეყანაში გადასახადების შემცირებამ და მომხმარებლისთვის ახალი საკრედიტო შეთავაზებების გაჩენამ iPhone-ის გაყიდვების ზრდის შანსები გააჩინა. კუკი ამბობს, რომ ამ ქვეყანაში კომპანიის სხვა პროდუქტების გაყიდვებიც გაიზრდება. ამის იმედს მას აშშ–სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესება აძლევს.

Apple შემოდგომისთვის შემოსავლის ზრდას პროგნოზირებს, თუმცა ზაფხულში სავარაუდოდ შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემოსავალი 20%–ით დაბალი იქნება. შესაბამისად, შემცირებულია კომპანიის მოგებაც.

Apple ცდილობს სმარტფონების გაყიდვაზე კომპანიის დამოკიდებულება შეამციროს და სანაცვლოდ შემოსავლები კომპანიის მომსახურებიდან მიიღოს. მარტში მან ახალი პროდუქტის შესახებ გამოაცხადა – ეს არის სტრიმინგ პლატფორმა Apple TV+, რომელიც ნეტფლიქსის კონკურენტად მოიაზრება.

თუმცა ბაზრის ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მომსახურების სექტორი იმაზე იქნება დამოკდებული, რამდენი კლიენტი ეყოლება Apple–ს სისტემა, რაც, რა თქმა უნდა, iPhone–ის გაყიდვებზე დიდწილად არის დამოკიდებული.


Print
ბოლო სიახლეები