Google აღარ შეინახავს ინფორმაციას, რა მოძებნეთ მის სისტემაში და რა გვერდებზე შეხვედით
კომპანია Google ავტომატურად წაშლის მომხმარებლის მონაცემებს ძებნისა და ნანახი საიტების შესახებ. ამჟამად გუგლის აპლიკაცია და გუგლის კუთვნილი youtube-ის სერვისი სრულად იმახსოვრებს, რა მოძებნა Google–ში და youtube–ზე მომხმარებელმა და რომელ საიტებს სტუმრობდა ან რომელ ვიდეოს უყურა. მონაცემები მანამ ინახება, სანამ მომხმარებელი ისტორიას თავად არ წაშლის. ბევრმა ეს არც იცის და პერსონალური მონაცემები სისტემაში წლობით გროვდება.

ახლა კი Google მომხმარებლებს ორ ვარიანტს შესთავაზებს: პერსონალური მონაცემების წაშლა ყოველ სამ თვეში ან წელიწად ნახევარში. არჩევანი მომხმარებლზეა.

კომპანია ამას იმით ხსნის, რომ უნდათ მომხმარებლებს პირად მონაცემებზე კონტროლის მეტი შესაძლებლობა მისცენ. როგორც კომპანიაში ამბობენ, ცვლილებები რამდენიმე კვირაში განხორციელდება.

კომპანიას არაერთხელ ადანაშაულებდნენ მომხმარებელთა პერსონალური ინფორმაციის მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაში. ნოემბერში კი ის მომხმარებლებზე თვალთვალშიც დაადანაშაულეს.
აპრილში კომპანიამ ბევრი გააოცა, როცა აღიარა, რომ ის ბრძანებები, რომლებსაც მომხმარებლები ამ კომპანიის “ჭკვიან“ ნივთებს და საოჯახო ელექტროტექნიკას აძლევენ, კომპანიის თანამშრომლების მიერ ისმინება.

თუმცა ამ უკანასკნელის გამოსწორებას, ისტორიის წაშლას და youtube–ზე ვიდეოების ნახვის ისტორიის წაშლას კომპანია არ აპირებს.


Print
ბოლო სიახლეები

Facebook
პოპულარული
რეკლამა


რეკლამა