ვარსკვლავები, რომლებმაც ალკოჰოლიზმი დაამარცხეს

15

მოგეხსენებათ, ცნობილი ვარსკვლავების ცხოვრება სულაც არ არის იდეალური და მათ ბევრი პირადი პრობლემის დაძლევა უწევთ, მათ შორის ალკოჰოლზე დამოკიდებულების, რომელიც შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს. ვინ დაძლია ალკოჰოლდამოკიდებულება:

ცნობილმა სუპერმოდელმა, ნაომი ქემფბელმა ჟურნალ Vogue–სთან ინტერვიუში აღიარა, რომ იყო მის ცხოვრებაში მომენტები, როცა ფიქრობდა რომ ვერ გადარჩებოდა. “იმდენი პრობლემა მქონდა! და თან ძალიან ბევრს ვსვამდი. მაშინ ანონიმური ალოკოჰოლიკების შეკრებაზე წავედი, რომ სამუდამოდ თავი დამენებებინა სმისთვის“ – თქვა მან.

წარსულში ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემები ბრედ პიტსაც ქონდა, თუმცა დეტალებზე არასოდეს საუბრობს და ამბობს, რომ არცკი უნდა იმ პერიოდის გახსენება.

მსახიობმა ევა მენდესმა 2008 წელს სარეაბილიტაციო კლინიკაში იმკურნალა ალკოჰოლზე დამოკიდებულების დასაძლევად და მას შემდეგ წვეთი ალკოჰოლი აღარ მიუღია.

ბენ აფლეკი მავნე ჩვევას მრავალი წელი ებრძოდა და ბოლოს, 2017 წელს მკურნალობა დაასრულა. 2017 წელს მან ოსკარების ცერემონიალზე მისი ტრენერიც კი მიიყვანა, რომელიც ამ ჩვევის დაძლევაში დაეხმარა.

სერიალ “მეგობრების“ ვარსკვლავი, მეთიუ პერი მრავალი წელი ებრძოდა ალკოჰოლიზმს, შემდეგ კი არათუ დაამარცხა, არამედ თავის ერთ–ერთ სახლში ამ სენთან მებრძოლებისთვის თავშესაფარი გააკეთა. ის აცხადებდა, რომ მზად არის რჩევები მისცეს მათ, ვისაც უნდა ალკოჰოლიზმი დაამარცხოს.

რობერტ დაუნი უმცროსმა 2014 წელს მსოფლიოს ამცნო ალკოჰოლზე დამოკიდებულებასთან მისი ბრძოლის ისტორია და თქვა, რომ უკვე ათი წელია სასმელს არ გაკარებია.
ტობი მაგუაირმა ალკოჰოლის დალევას თავი 19 წლის ასაკში დაანება. მას შემდეგ ცხოვრების ჯანსაღი წესით ცხოვრობს.

ბრედლი კუპერმა ჟურნალ GQ–სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჯერ კიდევ 29 წლის ასაკში მიხვდა: თუ დალევას გააგრძელებდა, ეს მთელ მის ცხოვრებას დაღუპავდა.

მსახიობმა ბლეიქ ლაივლმა 2012 წელს აღიარა, რომ არასოდეს გაუსინჯავს ალკოჰოლი და ნარკოტიკები. და მათ მიმართ არანაირი ინტერესი არ აქვს. ვარსკვლავურ სამყაროში ეს მეორე უკიდურესობაა და ჩვენს ჩამონათვალშიც ამიტომ მოხვდა.

კიდევ ერთი “ფხიზელი ვარსკვლავი“ კიმ კარდაშიანია. მიუხედავად აქტიური ცხოვრებისა, კიმ კარდაშიანი საერთოდ არ სვამს სასმელს. ამას მისი და, ქლოი ადასტურებს: “ალკოჰოლისკენ არც იყურება, არ აქვს მნიშვნელობა ფეხმძიმედ არის თუ არა.“

სერიალის – “სექსი დიდ ქალაქში“ ერთ–ერთმა ვარსკვლავმა, კრისტინ დევისმა სმას თავი 30 წლის ასაკში დაანება. მიზეზებზე ერთ–ერთ ინტერვიუში ისაუბრა: “მივხვდი, რომ ეს კარგად არ დამთავრდებოდა. სამსახიობო კურსებზე ვსწავლობი, რაც ძალიან თული იყო, და ამდროს დილიდან ნაბახუსევზე ვიყავი. ამიტომაც ვერ შევძელი ჩემი შესაძლებლობები ბოლომდე გამომევლინა. მაშინ მივხვდი, რომ არჩევანი უნდა გამეკეთებინა.“

ლადან დელ რეიმ 2012 წელს თქვა, რომ ახალგაზრდობაში ბევრს სვამდა, თუმცა 20 წლის ასაკში შეწყვიტა, რათა ნიუ იორკში გადასულიყო და მისი მუსიკალური ოცნებები აესრულებინა.

ფლოიდის საქმეში ბრალი დანარჩენ კიდევ სამ პოლიციელს წაუყენეს

პოლიციის სამ ოფიცერს, რომლებიც ჯორჯ ფლოიდის დაკავებაში მონაწილეობდნენ, მკვლელობაში ხელშეწყობისთვის ბრალი წაუყენეს. დერეკ შოვინს...

Mazilla.ge-ს შესაძლოა, თაღლითები მართავდნენ – ეროვნული ბანკის გაფრთხილება

ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ კომპანია Mazilla.ge, შესაძლოა, თაღლითების მიერ იმართებოდეს სებ-ის განცხადებით, ეს ორგანიზაცია,...

ბაგებში, სროლის დროს დაჭრილი ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება – ექიმი

ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკის ექიმის ნიკოლოზ ფერაძის ინფორმაციით, ბაგებში მომხდარი სროლის შედეგად დაშავებულებიდან ერთ-ერთს წვივის...

ბარსელონაში კოვიდინფიცირებულ პაციენტებს სანაპიროზე ასეირნებენ ( ფოტოკოლაჟი)

ბარსელონაში, კლინიკა ჰოსპიტალ, დელ მარის პერსონალი, კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს, სანაპიროზე ასეირნებს. ამის შესახებ ინფორმაციას...

როცა შანსი გვაქვს პირველ ტურში, მეორე ტურის გარისკვა უპასუხისმგებლობაა – ბოკერია

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ენმ-სთან აფილირებულ პირებს აქცენტი მეორე ტურზე გადააქვთ,...

თანხის სისტემატურად გამოძალვის ბრალდებით სამეგრელოში 2 პირი დავაკავეთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელოში 1991 წელს დაბადებული ა.წ. და 1976 წელს დაბადებული რ.პ...

ჩვენი კარგი ღიაა როგორც „ოცნების“ ხალხისთვის, ასევე ოპოზიციისთვის – ხაზარაძე

ჩვენი კარგი ღიაა როგორც „ოცნების“ ხალხისთვის, ასევე ოპოზიციისთვის - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა "ლელო...

ჩვენს გუნდს უღალატა, არ აქვს საკმარისი ნდობა, რომ პრემიერი გახდეს – ბარამიძე გიორგი ვაშაძეზე

ენმ-ს წევრი გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ ახალი საქართველოს ლიდერს, გიორგი ვაშაძეს არ აქვს საკმარისი...

სხვა სიახლეები

გახსენით მაღაზიები! ყველაფერი დამიპატარავდა – ინგა გრიგოლია

"გახსენით მაღაზიები! ყველაფერი დამიპატარავდა"- წერს ტვ "პირველის" გენერალური დირექტორი, ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში. "გახსენით მაღაზიები! შარშანდელი თუ რამე მქონდა,ამ სეზონის,ყველაფერი დამიპატარავდა და ტანსაცმელს ვეღარ ვყიდულობ,ფეხი...

ჯანმრთელობა

მეცნიერებმა გაჭაღარავების მექანიზმი ამოხსნეს

ყველასთვის ცნობილია, რომ ჭაღარის გაჩენა არა მხოლოდ ორგანიზმის დაბერებასთან, არამედ სტრესთანაც არის დაკავშირებული. ალბათ გსმენიათ ფრაზა, რომელსაც შიშის ან ნერვიულობის შემდეგ ამბობენ– “კინაღამ გავჭაღარავდი“....

შოუ ბიზნესი

ჯენიფერ ენისტონის შიშველ ფოტოს აუქციონზე გაყიდიან. თანხა კორონავირუსთან ბრძოლას მოხმარდება

ჯენიფერ ენისტონის ცნობილი ფოტო, რომელზეც ის შიშველი პოზირებს აუქციონზე გამოიფინება, გაყიდვიდან შემოსული თანხა კი კორონავირუსთან ბრძოლას მოხმარდება. შავ–თეთრი ფოტო, რომელიც წლების მანძილზე საკულტოდ იქცა 1995...

ვიდეო