სკარლეტ იოჰანსონი მესამედ თხოვდება
ჰოლივუდის მსახიობი, მსოფლიოს ერთ–ერთ ყველაზე სექსუალურ ქალად აღიარებული სკარლეტ იოჰანსონი თხოვდება.34 წლის მსახიობი ცოლად მიჰყვება 37 წლის სცენარისტს, კოლინ ჯოსტს. მან მსახიობს ორწლიანი რომანის შემდეგ ცოლობა წელს, გაზაფხულზე შესთავაზა. წყვილი ქორწილის თარიღს ასაიდუმლოებს, თუმცა სკარლეტი ჟურნალისტებთან არ მალავს, რომ ამჟამად მის პირად ცხოვრებაში ყველაფერი იდეალურად არის. ელენ დეჯენერესის ტელეშოუს გადაღებისას კი ვარსკვლავმა საკუთარი ნიშნობის დეტალებზე ილაპარაკა.


მისი თქმით საქმრომ ცოლობა ჯეიმს ბონდის სტილში შესთავაზა:

“ის ძალიან მიმზიდველი, ჭკვიანი, და რომანტიული ადამიანია. და ჩემი გაოაცებაც მოახრეხა! თუნდაც წინასწარ იცოდე როგორი იქნება ეს მომენტი, მაინც აღგაფრთოვანებს. ჩემთვის ნიშნობა ძალიან განსაკუთრებული და პირადული მომენტი იყო.თავისთავად შესანიშნავია ადამიანისგან იმ სიტყვების მოსმენა, რომ უნდა მთელი ცხოვრება შენთან ერთად გაატაროს.“– ამბობს მსახიობი.

კოლინ ჯოსტისთვის სკარლეტ იოჰანსონი პირველი ცოლი იქნება. სკარლეტისთვის კი ეს უკვე მესამე ქორწინებაა. ის სამი წლის მანძილზე მსახიობ რაიან რეინოლდსის ცოლი იყო. მისი მეორე ქმარი ფრანგი ჟურნალისტი რომენ დორიაკი გახლდათ, რომლისგანაც 2014 წელს გოგონა როუზი გააჩინა.

Print
ბოლო სიახლეები