ცნობილი მუსიკოსი Dr. John გარდაიცვალა
ცნობილი ამერიკელი მუსიკოსი და გრემის მფლობელი  Dr John 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას  BBCავრცელებს. მუსიკოსი  გულის შეტევით გარდაიცვალა. 

მუსიკოსი თავისი უნიკალური შემოქმედებით გამოირჩეოდა სადაც ის პოპს, როკ ენ როლს, ჯაზსა და ბლუზს აერთიანებდა. Dr John -ის ნამდვილი სახელი და გვარია მალკომ ჯონ რებანკი. ის როკ ენ როლის დიდების ხეივანში  2011 წელს შეიყვანეს. მან 35 ალბომი გამოუშვა, აქედან სამმა გრემი მოიპოვა. „The Beatles-ის“ დრამერი რინგო სტარი  "twitter"- ზე  გამოეხმაურა მუსიკოსის გარდაცვალებას. "ღმერთმა დაგლოცოს Dr John, სიყვარულსა და სიმშვიდეს ვუსურვებ შენს ოჯახს"- წერს რინგო სტარი. 


Print
ბოლო სიახლეები