ვეტმფრენის ჩამოვარდნას სუდანში მთავრობის 7 წარმომადგენელი ემსხვერპლა

 

{{ARTICLEIMAGE}}
ადგილობრივი მთავრობის 7 წარმომადგენელი ემსხვერპლა ვეტმფრენის ჩამოვარდნას სუდანის აღმოსავლეთით, ინფორმაციას ბრიტანული სააგენტო “როიტერი” ავრცელებს. დაღუპულთა შორის უსაფრთხოების სამსახურის სამი წარმომადგენელია. სახელმწიფოს ოფიციალური პირები “უსაფრთხოების ტურს” გეგმავდნენ. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია კატასტროფა. თავდაპირველად, სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩამოვარდა არა ვეტმფრენი, არამედ თვითმფრინავი.