კალაძე: ვისაც გუნდის დატოვება სურს, კარი ღიაა
პარტია "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შესახებ გედევან ფოფხაძის განცხადებას აფასებს. კახა კალაძე ამბობს, რომ პარტიულ დისციპლინას დიდი მნიშვნელობა აქვს, ხოლო ვისაც სურვილი აქვს, დატოვოს გუნდი, კარი ღიაა.

"პარტიულ დისციპლინას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. გუნდში სხვადასხვა საკითხებზე მსჯელობას არავინ ზღუდავს - შეუძლებელია, ყველას ყველა თემაზე ერთნაირი მოსაზრება ჰქონდეს. როდესაც მოხდება შეჯერება გუნდში, პარტიის შიგნით, შემდეგ განსხვავებული მოსაზრებების დაფიქსირება არასწორად მიმაჩნია. ვისაც გუნდის დატოვების სურვილი აქვს, კარი არის ღია - შეუძლიათ, დატოვონ გუნდი", განუცხადა ჟურნალისტებს კახა კალაძემ.

Print
მსგავსი სიახლე
15:37 / 08.09.2019
"იმაზე მალე შემოვა ხალხი პარლამენტში, ვიდრე ყველაზე კოშმარულ სიზმარში წარმოგიდგენიათ"-ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე გააკეთა.


"ბევრი დრო არ დარჩა როცა, აქ ამ შენობაში ამ დარბაზში,  ამ სანოტარო ბიუროს ნაცვლად განთავსდება პარლამენტი, საქართველოს ის პარლამენტი, რომლეიც ჩვენი ეროვნული ორგანო იქნება და არა რომელიმე ოლიგარქის ხუშტურებს დამორჩილებული ღირსებააყრილი კანტორა, ცოტა დრო რჩება სანამ ქართველი ხალხი შემოვა აქ ამ დარბაზში ამ შენობაში, თავის დარბაზში, შემოვა, როგორც ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი, დიახაც გაგეღიმათ მაგრამ, ეს არის სიმწრის ღიმილი, იმაზე მალე შემოვა ქართველი ხალხის ძალაუფლება და ნება საქართველოს პარლამენტში, ვიდრე თითოეულ თქვენგანს ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც კი წარმოგიდგენიათ"-განაცხადა მელიამ.

ნიკა მელია პარლამენტში ცოტა ხნის წინ მივიდა. მელიამ დარბაზში შესვლამდე  ჟურნალისტებთან განაცხადა, ეს არის პირველი სხდომა მას შემდეგ, რაც "სამაჯურით შემამკეს".
ბოლო სიახლეები
პოპულარული
Facebook