ანუ, სკოლებში გამოცდების გაუქმება ერის გამრავლებას შეუწყობს ხელს – ემზარ კვიციანი
"პატრიოტთა ალაინსის" წევრმა, ემზარ კვიციანმა გამოცდების გაუქმების თემა ერის გამრავლების საკითხს დაუკავშირა: 

"ბატონო მინისტრო, თქვენი გამოსვლიდან ერთი ფრაზა მომხვდა ყურში, როცა თქვით, რომ გამოცდებმა დააცარიელა სკოლები, ანუ გამოცდების გაუქმება ერის გამრავლებას შეუწყობს ხელს. ისევ მივადექით ძალიან დიდ პრობლემას, რასაც ჩვენი გენოფონდის განადგურება ჰქვია და ამის შესახებ დღეს არავინ არ ილაპარაკა. ანუ სკოლებში არ გვყოფნის მოსწავლეები.

"ფიქრობთ თუ არა ბატონო მიხეილ, რომ საჭიროა სახელმწიფომ მოიფიქროს ისეთი სოციალური პროგრამები, რომლითაც ხელს შეუწყობს ახალი ოჯახების შექმნას და მისცემს სტიმულს ერს გამრავლებისკენ", მიმართა პატრიოტთა ალიანსის წევრმა განათლების მინისტრს.
Print
მსგავსი სიახლე
15:37 / 08.09.2019
"იმაზე მალე შემოვა ხალხი პარლამენტში, ვიდრე ყველაზე კოშმარულ სიზმარში წარმოგიდგენიათ"-ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე გააკეთა.


"ბევრი დრო არ დარჩა როცა, აქ ამ შენობაში ამ დარბაზში,  ამ სანოტარო ბიუროს ნაცვლად განთავსდება პარლამენტი, საქართველოს ის პარლამენტი, რომლეიც ჩვენი ეროვნული ორგანო იქნება და არა რომელიმე ოლიგარქის ხუშტურებს დამორჩილებული ღირსებააყრილი კანტორა, ცოტა დრო რჩება სანამ ქართველი ხალხი შემოვა აქ ამ დარბაზში ამ შენობაში, თავის დარბაზში, შემოვა, როგორც ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი, დიახაც გაგეღიმათ მაგრამ, ეს არის სიმწრის ღიმილი, იმაზე მალე შემოვა ქართველი ხალხის ძალაუფლება და ნება საქართველოს პარლამენტში, ვიდრე თითოეულ თქვენგანს ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც კი წარმოგიდგენიათ"-განაცხადა მელიამ.

ნიკა მელია პარლამენტში ცოტა ხნის წინ მივიდა. მელიამ დარბაზში შესვლამდე  ჟურნალისტებთან განაცხადა, ეს არის პირველი სხდომა მას შემდეგ, რაც "სამაჯურით შემამკეს".
ბოლო სიახლეები
პოპულარული
Facebook