"ივლიან აგენტები და აღრიცხავენ შეყვარებულ წყვილებს".- ემზარ კვიციანი


პატრიოტთა ალიანსის წევრმა ემზარ კვიციანმა Palitra News-ის ეთერში ოჯახის შექმნის დასახმარებლად, ორგანიზაციის შექმნაზე ილაპარაკა.
“მალე დაფუძნდება ორგანიზაცია, შეიძლება ფონდიც იყოს, სადაც ემიგრანტები ჩარიცხავენ ფულს და დაიწყება დახმარება ახალი ოჯახების გასაძლიერებლად. აი, ხომ არიან შეყვარებულები, რომლებიც ვერ ბედავენ ოჯახის შექმნას იმის გამო, რომ არა აქვთ საშუალება? იქნებიან აგენტები, რომლებიც ივლიან, გაიგებენ… აღრიცხავენ, აღრიცხვაზე აიყვანენ და დაეხმარებიან”, - ამბობს ემზარ კვიციანი.

Print
მსგავსი სიახლე
15:37 / 08.09.2019
"იმაზე მალე შემოვა ხალხი პარლამენტში, ვიდრე ყველაზე კოშმარულ სიზმარში წარმოგიდგენიათ"-ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე გააკეთა.


"ბევრი დრო არ დარჩა როცა, აქ ამ შენობაში ამ დარბაზში,  ამ სანოტარო ბიუროს ნაცვლად განთავსდება პარლამენტი, საქართველოს ის პარლამენტი, რომლეიც ჩვენი ეროვნული ორგანო იქნება და არა რომელიმე ოლიგარქის ხუშტურებს დამორჩილებული ღირსებააყრილი კანტორა, ცოტა დრო რჩება სანამ ქართველი ხალხი შემოვა აქ ამ დარბაზში ამ შენობაში, თავის დარბაზში, შემოვა, როგორც ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი, დიახაც გაგეღიმათ მაგრამ, ეს არის სიმწრის ღიმილი, იმაზე მალე შემოვა ქართველი ხალხის ძალაუფლება და ნება საქართველოს პარლამენტში, ვიდრე თითოეულ თქვენგანს ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც კი წარმოგიდგენიათ"-განაცხადა მელიამ.

ნიკა მელია პარლამენტში ცოტა ხნის წინ მივიდა. მელიამ დარბაზში შესვლამდე  ჟურნალისტებთან განაცხადა, ეს არის პირველი სხდომა მას შემდეგ, რაც "სამაჯურით შემამკეს".
ბოლო სიახლეები
პოპულარული
Facebook