“ვისაც ჯანმრთელობა აქვს, ვირუსს გადაიტანს, ვისაც არა, მოკვდება” – რამზარ კადიროვი მოქალაქეებს ამშვიდებს

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერი კორონავირუსის გამო შექმნილ პანიკას გამოეხმაურა. რამზან კადიროვმა თანამოქალაქეები ჩვეულ სტილში დაამშვიდა, ამის შესახებ BBC წერს.

„ხალხს აღარ სძინავს იმის გამო, რომ ჩინეთში ვირუსი გაჩნდა, ეშინიათ, რომ ავადმყოფობა შემოვა და მოკვდებიან. ნუ ეცდები სიკვდილს მანამ, სანამ არ მოკვდები. შენ ხომ ბოლოს მაინც მოკვდები. დღეს ყველგან ამ ვირუსზე საუბრობენ, WhatsApp-ში, ყველგან. ათასობით ადამიანი კვდებაო. ვისაც ჯანმრთელობა აქვს, ვირუსს გადაიტანს, ვისაც არა- მოკვდება. იმუნიტეტის გასაძლიერებლად გააზავეთ წყალში თაფლი და ლიმონი და სვით. ჭამეთ ნიორი, სისხლი გაგისუფთავდებათ“, -განაცხადა კადიროვმა მთავრობის სხდომაზე.