“ყოველდღე მივდივარ თვითიზოლაციაში მყოფ რძალთან და შვილიშვილებთან და საკვებს კართან ვუტოვებ“– ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ტელეეთერში  ყვება, როგორ უვლის თვითიზოლაციაში მყოფ შვილიშვილებს და რძალს, რომლებსაც მხოლოდ ფანჯრიდან ეკონტაქტება.

„იცით, რომ ჩემი რძალი და შვილიშვილები არიან თვითიზოლაციაში, ყოველდღე მივდივარ მათთან, კართან ვტოვებ სადილს, საკვებს, პირველადი მოხმარების საშუალებებს. როდესაც მოვდივარ შემდეგ ისინი აღებენ კარს და შეაქვთ სახლში. შემდეგ მე იქიდან გამომაქვს შესაბამისი ნარჩენები, როგორც წესია. ეს ჩემთვის გარკვეული ემოციური სტრესია. ჩემს შვილსაც კარგად აქვს გააზრებული, ექიმია თავადაც   და მას საკმაოდ დიდი სფერო აქვს პასუხისმგებლობის“– აცხადებს ამირან გამყრელიძე.

შეგახსენებთ, რომ ამირან გამყრელიძის შვილს, ნიკოლოზ გამყრელიძეს კორონავირუსი 7 მარტს დაუდასტურდა. თავდაპირველად ის თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, თუმცა სიმპტომების გამოვლენის შემდეგ ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება.