ZAG-ის ადვოკატმა თანამშრომლების სახლების ჩხრეკის გამო სასამართლოში სარჩელი შეიტანა

რამდნეიმე წუთის წინ კომპანია “ZAG”-ის ადვოკატმა საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მამუკა ჭაბაშვილის მტკიცებით, სამართალდამცველებმა კომპანიის თანამშრომელთა სახლებში ჩხრეკა უკანონოდ ჩაატარეს.

“განჩინებაში ვერანაირი დასაბუთება ვერ ვნახეთ, საქმის მასალები რა შემხებლობაშია ამ ხალხის ბინების ჩხრეკვასთან დაკავშირებით. საერთოდ არანაირი დასაბუთება არ იყო განჩინებაში, მხოლოდ მშრალად იყო მოყვანილი კანონის მოთხოვნები”, – ამბობს ჭაბაშვილი.

“ზაგი” სწორედ ის კომპანიაა, სადაც გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა. გამომძიებლებმა თანამშრომლების ტექნიკა და მობილური ტელეფონები ცხედრის პოვნის დღესვე დალუქეს, სახლებში ჩხრეკა კი გუშინ, 7 აგვისტოს ჩატარდა.